error 531 2019.01.14
„2018 წლის განმავლობაში მორიგებით 15 ათასამდე საქმე დასრულდა“

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. 

როგორც  აღსრულების ეროვნული ბიუროში აცხადებენ, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ბიუროს მთავარ სტრატეგიას კვლავ მხარეთა ინტერესების დაცვა და დავების მორიგებით დასრულება წარმოადგენდა. 

მისვე ინფორმაციით, ბიუროს ფარგლებში შექმნილი მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, 2018 წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით 15 000-მდე საქმე დასრულდა. 

მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი კატეგორიების მიხედვით შემდეგია: 

• სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ და სისხლის ჯარიმების შემთხვევაში, მორიგების/განწილვადების მაჩვენებელმა შეადგინა 11 184 ერთეული, რაც საქმეთა საერთო ოდენობის 75 პროცენტს შეადგენს; 
• ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კატეგორიაში სულ დასრულებული 312 საქმიდან მორიგებით დასრულდა 304 შემთხვევა, რაც 97 პროცენტს შეადგენს; 
• 2018 წლის მანძილზე შეწყდა 475 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია; 
• აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დარეგულირებული ალიმენტის რაოდენობამ შეადგინა 4 266 ერთეული. 
2018 წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების, სააღსრულებო ბიუროების მიერ ჯამში დასრულდა 115 078 სააღსრულებო წარმოება. 

„მოთხოვნა იზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ საქმისწარმოებაზეც. 2018 წლის განმავლობაში სერვისზე მოთხოვნამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია წინა წლებთან შედარებით. ასევე მაღალია დასრულებულ საქმეებს შორის მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის მაჩვენებელიც. 
საანგარიშო პერიოდის ფარგლებში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 28 328 საქმე. მათ შორის მორიგება და ნებაყოფლობითი გადახდა განხორციელდა 4 ათასამდე შემთხვევაში. 

გამარტივებული საქმისწარმოება მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯით, დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია, მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია“, - ნათქვამია ანგარიშში. 

ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, გასულ წლებთან შედარებით, კიდევ უფრო განვითარდა და გაიზარდა მოქალაქეთა კონსულტაცია. განხორციელდა ტექნიკური და პროგრამული გადაიარაღება. 2018 წლის განმავლობაში მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 250 ათასამდე მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია. მათ შორის: 

• შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 202 305 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით; 
• პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 43 635 მოქალაქეს; 
• პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 1 939 შეკითხვას. 

იზრდება ცნობადობა და შესაბამისად, მოთხოვნა, ფაქტების კონსტატაციის სერვისზე. 2018 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა 1 600 მდე ფაქტის კონსტატაცია. სერვისი გულისხმობს ნებისმიერი ფაქტის დაფიქსირებას (ფოტო-ვიდეო გადაღებას), რომელიც ბუნებაში არსებობს და შესაძლოა, დროთა განმავლობაში აღარ არსებობდეს. ფაქტის კონსტატაცია არის უნიკალური ევროპული სერვისი, რომელიც წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას სასამართლოში. 

„მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევის - ,,Doing Business 2019"-ის თანახმად, აღსრულების ხარისხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-8 ადგილზეა. ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს. აღსრულების რეიტინგის მაჩვენებლის დაწინაურება კი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე. 
მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა. 

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია აღასრულოს კანონი და ამავდროულად, მისი მოქნილი სოციალური პოლიტიკით, დავები მორიგებით დაასრულოს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 

სხვა სიახლეები
23 მაი

ცვლილებები ადვოკატთა საკვვალიფიკაციო გამოცდაში

20 მაი

სამედიცინო პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დაჯარიმებას გამოიწვევს

20 მაი

51-ე სკოლის მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

20 მაი

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება

16 მაი

2018 წელს ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დევნა 4000-მდე პირის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს საქართველოში თავი 389 ადამიანმა მოიკლა, 477-მა სცადა

15 მაი

„OK&CG“ მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

15 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ქვეყანაში ბევრი საექსპერტო დაწესებულება უნდა გაიხსნას

14 მაი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განაცხადების მიღება