error807 2018.12.24
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად საქარათველოს პარლამენტს წარუდგენს.

გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ყველა კანდიდატი მათი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით შეირჩა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით მოსამართლეებმა კონსულტაციები გამართეს.

„ვფიქრობთ, რომ ორგანული კანონი აწესებს კრიტერიუმებს და პრინციპებს, რომლის მიხედვით შეირჩევიან მოსამართლეები სასამართლოში - კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. მივიღეთ გადაწყვეტილება და შევჯერდით გარკვეულ კანდიდატებზე", განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

სხვა სიახლეები
23 ივნ

პარლამენტმა პანდემიის სამართავად ცვლილებებს დაუჭირა მხარი

16 ივნ

სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო

13 ივნ

თურქეთმა სტამბოლის კონვენცია დატოვა

02 ივნ

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

26 მაი

თენგიზ კალანდიამ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადების ფაქტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გაასაჩივრა

19 მაი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობაზე იმსჯელა

13 მაი

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

06 მაი

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

28 აპრ

პანდემია, როგორც ფორსმაჟორი?- ახალი კანონით საპრივატიზაციო ვალდებულების დარღვევაზე შეღავათები წესდება

26 აპრ

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის მორიგი წარმატება