error 786 2018.12.19
კანონპროექტი -„საჯარო სამსახურში სტაჟიორები ანაზღაურებას ვეღარ მიიღებენ“

საჯარო სამსახურში სტაჟირება აღარ იქნება ანაზღაურებადი - აღნიშნულს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

საუბარია პარლამენტში ინიცირებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომლის ავტორიც არის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“. კანონპროექტი შრომით ბაზარზე სტაჟიორის/პრაქტიკანტის სტატუსის განსაზღვრასა და სტაჟირების პერიოდის სამუშაო სტაჟში ჩათვლას ითვალისწინებს.

კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, ამ კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში სტაჟირებაზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღარების შესახებ” კანონი, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

„საჯარო სამსახურში სტაჟირება შეიძლება იყოს ანაზღაურებადი ასევე ანაზღაურების გარეშე. შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივით ამ კუთხით არსებული სამართლებრივი რეჟიმი არ იცვლება. რაც შეეხება ანაზღაურებადი სტაჟირების საკითხს, მაგალითისთვის დღევანდელი მოცემულობით საჯარო სამსახურში სტაჟიორების ანაზღაურების ოდენობა ყოველთვიურად დაახლოებით, 400-დან 700-ლარამდეა, ყოველწლიურად ანაზღაურებადი სტაჟირების საზღაური შეადგენს 4 800 ლარიდან 8 400 ლარამდე,“- ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენი სტაჟიორია ცალკეულ სამინისტროებში, აღნიშნულ მონაცემებს ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, სამთავრობო პროგრამით 2017 წელს რვა სამინისტროში, ჯამში 193 სტაჟიორი იყო და აქედან ყველაზე მეტი 63 სტაჟიორი განათლებისა და კულტურის სამინისტროში მუშაობდა; 2018 წელს კი (მხოლოდ გაზაფხულის ნაკადი) ამავე უწყებებში სულ 78; აქედან ყველაზე მეტი - 29 სტაჟიორი ასევე განათლების და კულტურის სამინისტროში მუშაობდა.

რაც შეეხება შიდა პროგრამა, 2017 წელს 11 სამინისტროში სულ 399 სტაჟიორი იყო, აქედან ყველაზე მეტი - 120 სტაჟორი ჰყავდა თავდაცვის სამინისტროს; 2018 წლის მონაცემებით კი სამინისტროებში 346 სტაჟიორი მუშაობდა, მათგან ყველაზე მეტი 79 სტაჟიორი კი წინა წლის ანალოგიურად კვლავ თავდასცვის სამინისტროში მუშაობდა

სხვა სიახლეები
19 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველთათვის რეგისტაცია დაიწყო

23 მაი

ცვლილებები ადვოკატთა საკვვალიფიკაციო გამოცდაში

20 მაი

სამედიცინო პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დაჯარიმებას გამოიწვევს

20 მაი

51-ე სკოლის მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

20 მაი

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება

16 მაი

2018 წელს ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დევნა 4000-მდე პირის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს საქართველოში თავი 389 ადამიანმა მოიკლა, 477-მა სცადა

15 მაი

„OK&CG“ მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

15 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ქვეყანაში ბევრი საექსპერტო დაწესებულება უნდა გაიხსნას