error 731 2018.12.12
მომავალი წლიდან საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი ექნება

მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოში დღეს მოქმედი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები დასახულ მიზნებსა და ამოცანებს არ პასუხობდა. 

ახალი საბაჟო კოდექსი შემუშავდა ე.წ ღია პლატფორმაზე, რომელში მონაწილეობის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა. 

პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მეწარმეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ინიციატივების წარმოდგენისთვის მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა. 

„ჩვენი ხედვაა, საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის. შესაბამისად, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი საბაჟო კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა ამ მიზნის მიღწევისთვის. 

ახალი საბაჟო კოდექსი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც ჩვენ დაგვეხმარება, კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან. მნიშვნელოვნად გამარტივდება გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები; იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა; საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები; შემოღებული იქნება გარანტიის ახალი სახეობები და ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც ჩვენს საბაჟო კოდექსს ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სხვა სიახლეები
27 ივლ

მერიის მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა-OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო

22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

10 მაი

იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს

11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

18 თებ

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!

05 თებ

საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა

05 თებ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

22 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა