1783
2018.11.20
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 - 2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
„წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019-2022 წლების სტარტეგიული გეგმის შემადგენელი ძირთადი ელემენტები, რომელთა შემდგომი დახვეწა და სრულყოფა უნდა მოხდეს ასოციაციის მმართველი ორგანოების, წევრებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით-ნათქვამია სტატეგიაში.
ღონისძიება გახსნა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით ასათიანმა. პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით წარსდგნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი, მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, პიტერ დენისი და გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტების პროგრამების მენეჯერი, რუსუდან ტუშური.
ღონისძიებას ასევე ესწრებიან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ასევე იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, საერთო სასამართლოების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება დისკუსიის ფორმატში გაგრძელდება.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
ადვოკატთა ასოციაციის 20 წლის იუბილე
რა ითვლება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად?
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!