error1509 2018.11.14
ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, გერმანულ - ქართული სამართლის ფორუმი გაიმართა

„სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა (IRZ) და გერმანიის ადვოკატთა ფედერალური ასოციაციის (BRAK) მხარდაჭერით, გერმანულ - ქართული სამართლის ფორუმი გაიმართა.

ფორუმს ესწრებოდა საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებას აფასებს და აცხადებს, რომ „მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომელიც გამოცდილების გაზიარებას ემსახურება, დადებითად აისახება ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში“.
 

 ღონისძიება დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და განხილულ იყო ისეთი საკითხები, როგორიც არის: „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური წესები და მისი ეფექტი და ურთიერთმიმართება შეჯიბრობითობის პრინციპთან“, „იმპერატიული ნორმის ხასიათი გერმანულ სამართალში და მისი კავშირი მხარეთა მიერ დადებულ შეთანხმებებთან“, „იმპერატიული ნორმის ხასიათი გერმანულ სამართალში და მისი კავშირი მხარეთა მიერ დადებულ შეთანხმებებთან“ , „ბიზნეს დავების განხილვის თავისებურებები“,  „პროცესი მრავალი მხარის მონაწილეობით და მისი თავისებურებები“, „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებები და შებრუნების გარანტიები“, „სასამართლო დამოუკიდებლობის და სასამართლოში საქმეთა გადანაწილების პრინციპი გერმანიაში“

 ღონისძიება გახსნასაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა და ბრანდენბურგის რეგიონალური ადვოკატთა პალატის პრეზიდენტმა, დოქტორმა ფრანკ ენგელმანმა. ფორუმს ქართველ ექსპერტებთან ერთად უძღვებოდა ბერლინის სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ანია თეშნერი.

 

ფორუმი ხვალ, 15 ნოემბერს დასრულდება.

    

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა