თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომაზე მიღებული განკარგულებები ადვოკატების ელგუჯა ჩხაიძის, გაიოზ ჩარკვიანის და ბესარიონ ბოჭორიშვილის დაჯარიმების შესახებ, რითაც დადასტურდა ვარაუდი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უხეშად დაარღვია ადვოკატების უფლებები.
როგორც სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მართებულადაა აღნიშნული: „ადვოკატების ქცევა ემსახურებოდა საკუთარი სამართლებრივი პოზიციის დასაბუთებისა და დაცვის მცდელობას და არ იყო მიმართული სასამართლოს ან/და პროცესის მონაწილის უპატივცემულობისკენ და წესრიგის დარღვევისკენ“. ადვოკატთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ისეთი მაღალი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის მქონე პირი, როგორიცაა მოსამართლე არ უნდა იღებდეს ისეთ გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებას ადვოკატების დაჯარიმების შესახებ, რითაც საფრთხე ექმნება ბრალდებულის დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელებას. ამით, სასამართლომ მიზანმიმართულად დაარღვია დაცვის მხარის უფლებები და მეტიც, მოახდინა ადვოკატების დისკრედიტაცია სასამართლო სხდომის დამსწრე პირების წინაშე. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნულ ფაქტები გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსჯელობის საგანი, რათა მსგავსს აღარ ჰქონდეს ადგილი მომავალში, რაც ხელს შეუწყობს სამართალწარმოების პროცესში მხარეთა, მათ შორის, დაცვის მხარის უფლებების სრულ რეალიზებას და გამორიცხავს უფლებათა დარღვევისა და დისკრიმინაციის ალბათობას.
„OK&CG“-სა და „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-მ 11 წლიანი სამართლებრივი დავა პროკურატურის წინააღმდეგ წარმატებით დაასრულა
ვაკანსია „OK&CG“ აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის (მწერალი თანაშემწე) პოზიციაზე!
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
„ახალი კოვიდ-რეგულაციები“
პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
სისტემატიური ძალადობა, რომელმაც არასრულწლოვანი,სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა
მერიის მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა-OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო
შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში
22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება