2587
2018.07.12
მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისადმი პრეტენზიები იზრდება. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ბანკებში 2 047 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით მეტია. 2017 წლის პირველ 5 თვეში ბანკებში 1 472 პრეტენზია დაფიქსირდა.
2018 წლის 5 თვის პრეტენზიების სამეულში შედიან:
1) მიმდინარე ანგარიში - 782 განაცხადი
2) სამომხმარებლო სესხი - 404 განაცხადი
3) საკრედიტო ბარათი – 196 განაცხადი
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება.
ამასთან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციულ ბანკებში შესული და სრულად განხილული პრეტენზიებიდან მხოლოდ 17,8% (366 განაცხადი) იქნა მიჩნეული საფუძვლიანად ბანკების მიერ და მათი გადაწყვეტა მომხმარებლების სასარგებლოდ მოხდა, 74,5%-ის შემთხვევაში (1 526 განაცხადი) ბანკმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია, 106 შემთხვევის განხილვა კი კომერციულ ბანკებს არ დაუსრულებია.
რაც შეეხება 2017 წელს, შარშან ბანკებში 3 665 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2%-ით მეტია. 2016 წელს ბანკებს პრეტენზიით 2 857-მა ადამიანმა მიმართა.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება.
წყარო: bpn.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
ადვოკატთა ასოციაციის 20 წლის იუბილე
რა ითვლება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად?
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!