error1582 2018.07.04
დავით ასათიანი პროკურატურას მიმართავს

„ადვოკატთა ასოციაცია“ აუცილებლად მიმართავს პროკურატურას, რათა ყველა იმ ადვოკატის საქმეების გადახედვა მოხდეს, რომელიც დაექვემდებარა პროფესიული ნიშნით დევნას, - ამის შესახებ “ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით ასათიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

დავით ასათიანმა „უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვედებარებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის“ კომისიის შუალედური დასკვნა წარმოადგინა. მისი განცხადებით, კომისიაში ამ დროისთვის განსახილველად შესულია 12 საქმე, რომელთაგან 7 უკვე განხილულია. ამ შვიდი სამიდან 3 საქმეზე კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა, სადაც საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ადვოკატის მიმართ მართლაც ჰქონდა პროფესიული ნიშნით დევნის ფაქტს ადგილი.

"კომისიის მიზანი იყო შეესწავლა რეპრესირებული ადვოკატების საქმეები, ის, დარღვევები, რომლებიც მოიძიებოდა ამ საქმეებში, რათა საერთო ჯამში, ამ ადვოკატებს და პოლიტიკური ნიშნით დევნილ, დაპატიმრებულ პირებს მისცემოდათ შესაძლებლობა აღედგინათ სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 12-მდე საქმე იქნა ინტენსიურად განხილული. საქმეთა განხილვა გრძელდება. საქმეთა შემოსვლა კომისიაში ასევე გრძელდება და შესაბამისად, დღეს გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ ის შუალედური შედეგები, თუ რა სახის პრობლემებთან გვქონდა საქმე მაშინ, როცა მართლმსაჯულება ხორციელდებოდა კონკრეტული ადვოკატების და ზოგჯერ პოლიტიკური ნიშნით დევნილი, დაპატიმრებული პირების მიმართ. შემუსული 12 განცხადებიდან 2 არის პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებული პირი. ამ წუთში განხილული იქნა დაახლოებით 7 საქმე. 3 საქმეზე მომზადდა დადებითი დასკვნა, სადაც დადასტურდა, რომ კონკრეტული ადვოკატის მიმართ მართლაც ჰქონდა პროფესიული ნიშნით დევნის ფაქტს ადგილი და დაირღვა მათი სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს 3 დასკვნა მომზადებულია და მათი თანხმობის შემთხვევაში შეგვიძლია მივაწოდოთ, მთავარ პროკურატურას შემდგომი საპროცესო რეაგირებისთვის. ერთ-ერთ ადვოკატს აქვს თანხმობა, რომ ეს გასაჯაროვდეს და ამას ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროვებთ,მას შემდგ რაც პროკურატურას გადავუგზავნით",- განაცხადა დავით ასათიანმა.

როგორც „ადვოკატთა ასოციაციაში“ აცხადებენ, კომისიის მხარდაჭერისთვის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და საქართველოს მთავარ პროკურატურასთან. 

ამასთან, როგორც დავით ასათიანთან ერთად დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარემ თამაზ ჯალიაშვილმა განაცხადა, არსებობს ისეთი ტიპის დარღვევა, რომლის მიხედვითაც ადვოკატი სასამართლო პროცესიდან იქნა გაძევებული. მისივე თქმით, კომისია ამ ტიპის დარღვვევების მიმართლებით მუშაობას გააგრძელებს.

„თუკი აღმოჩნდება, რომ შეიძლება ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, მას აუცილებლად მოყვება შედეგი, სრული რეაბილიტაცია, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ჯალიაშვილმა. 

სხვა სიახლეები
30 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტაცია დაიწყო!

13 აგვ

რა შეიცვალა იარაღის შენახვისა და გადატანის წესებში?

28 ივლ

„აიისამ“ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

21 ივლ

პატიმრებს სახალხო დამცველთან დარეკვა აღარ შეეზღუდებათ

15 ივლ

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეები

09 ივლ

რას მოიცავს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები

30 ივნ

ადვოკატებს რიგის გარეშე შეეძლებათ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტი

23 ივნ

პარლამენტმა პანდემიის სამართავად ცვლილებებს დაუჭირა მხარი

16 ივნ

სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო

13 ივნ

თურქეთმა სტამბოლის კონვენცია დატოვა