error 3724 2018.06.16
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული წესები მკაცრდება

პარლამენტი განიხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული წესები მკაცრდება. მთავრობის ინიციატივით აიკრძალება უძრავი ქონების გარიგების ნაღდი ფულის სახით დადება და ის მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების მეშვეობით იწარმოებს. ამასთანავე, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის შედეგადაც უძრავი ქონების საფასურის უნაღდო ანაგრისსწორების მეშვეობით დაფარვის წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები წესდება.  პირველადი სასჯელი გაფრთხილებაა, ხოლო ამ გაფრთხილებიდან 30 დღის განმავლობაში "სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით", - წერია პროექტში. ეს მამუკა ბახტაძის უწყების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი უკანასკნელი რეგულაციაა. ამავე საკანონმდებლო პაკეტით იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) მიმართ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება, ქვეყანაში სესხებზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება. კიდევ ერთი ცვლილება რაც მამუკა ბახტაძემ წარადგინა, არის განვადებებისა და სალიზინგო ხელშეკრულებების უცხოურ ვალუტაზე ინდექსირების აკრძალვა. კანონპროექტის მიხედვით, 100,000 ლარამდე საგანვადებო და სალიზინგო ხელშეკრულებების რაიმე სახით უცხოურ ვალუტაზე ინდექსირება აიკრძალება. კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები
07 დეკ

23 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება

07 დეკ

საკონსტიტუციო სასამართლომ მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა

07 დეკ

2010 წელთან შედარებით, საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობა 13 798-ით შემცირდა

22 ნოე

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „მედიაციის დღეები 2018“ იმართება

20 ნოე

ადვოკატთა ასოციაცია 2019-22 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციას მართავს

16 ნოე

„2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა“

14 ნოე

ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, გერმანულ - ქართული სამართლის ფორუმი გაიმართა

14 ნოე

სააპელაციო სასამართლომ ადვოკატებს ჯარიმები გაუუქმა

14 ნოე

„OK&CG“ ახალგაზრდა ადვოკატების განცხადებას ეხმაურება

08 ნოე

8 ნოემბერი ადვოკატთა პროფესიული დღეა