დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 32 %-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც მძღოლებს დამატებით ერთთვიანი ვადა მიეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ავრცელებს.
როგორც მან აღნიშნა, სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაბამის ცენტრებს 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა მიმართა. უფრო კონკრეტულად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ტექდათვალიერება ჩაუტარდა 11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებას. 2 935 ავტოსატრანსპორტო საშუალება ცნობილ იქნა უვარგისად და მიეცა ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადა. ხარვეზების უმეტესობა სამუხრუჭო მოწყობილობასთან, გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან მიმართებაში დაფიქსირდა. შემოწმებული (11 457 ) ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2 405 ავტოსატრანსპორტო საშუალება არის იურიდიული პირის მფლობელობაში.
გარდა ამისა, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში დამატებითი ცენტრების შექმნის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.
„დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 30-32%-მა ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება და მათ მიეცათ ერთთვიანი ვადა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა მიმდინარეობს. 1-ელი ივლისიდან ამ ჯგუფს ახალი კატეგორიები დაემატება. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დამატებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება კვოტების მიხედვით. ველოდებით, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგები გვექნება", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
რა ითვლება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად?
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში