ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის. კერძოდ, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი დაჯარიმდება.
დადგენილების თანახმად, გადაადგილება იმ მოტოციკლით, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, მსუბუქი ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება, სასოფლო-სამეურნეო მანქანით, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით ან მისაბმელით – გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ასევე, იმ ავტობუსით გადაადგილების შემთხვევაში, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება, ან სატვირთო იმ ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ცვლილებით, გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს შესაბამისი ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ეძლევა 2-დღიანი ვადა აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განმეორებით არ დაეკისრება.
რა ითვლება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად?
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში