error 2810 2018.01.04
საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხები იცვლება

 მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხები შეიცვალა.  

 „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შესული ცვილებები ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, პროფესიულ საჯარო მოხელეებზე და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე. 

კანონი ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს. 

კანონი ასევე განსაზღვრავს საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობას და დანიშნულებას, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო  დანამატის, საკლასო დანამატისა და

ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს. დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით. 

აღნიშნული კანონით განისაზღვრა კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით. 

 

 

წყარო: bpn.ge 

სხვა სიახლეები
19 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველთათვის რეგისტაცია დაიწყო

23 მაი

ცვლილებები ადვოკატთა საკვვალიფიკაციო გამოცდაში

20 მაი

სამედიცინო პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დაჯარიმებას გამოიწვევს

20 მაი

51-ე სკოლის მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

20 მაი

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება

16 მაი

2018 წელს ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დევნა 4000-მდე პირის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს საქართველოში თავი 389 ადამიანმა მოიკლა, 477-მა სცადა

15 მაი

„OK&CG“ მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

15 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ქვეყანაში ბევრი საექსპერტო დაწესებულება უნდა გაიხსნას