error 927 2017.12.15
საადვოკატო ბიურო „OK&CG“ იუსტიციის სამინისტროს ინიციტივას ნეგატიურად აფასებს

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა  შესაძლოა, ცვლილება შეიტანოს ახალმიღებულ კონსტიტუციის ტექსტში და გააუარესოს საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციური სტანდარტი.

 

 საქართველოს კონსტიტუციისმე-18 მუხლის დღეს მოქმედი რედაქციით, ადამიანს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო  დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას ან სხვა პირის კომერციულ, პროფესიულ ან პირად საიდუმლოებას. იუსტიციის სამინისტრო კი, მათ მიერ შეთავაზებული პროექტით, ამ ოთხი კომპონენტის არეალის გაზრდას ითხოვს.  კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის  განმარტებით, „მითითებული უფლებების განხორციელება (იგულისხმება საჯარო ინფორმაციის მიღება) შეიძლება, კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში: სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფრომაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.

 

 დაგეგმილ ცვლილებას განცხადებით გამოეხმაურა საადვოკატო ბიურო „Ok&CG“.

 

„ინიციატივა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გვთავაზობს, ჩვენი მხრიდან ნეგატიურად ფასდება, რადგან იგი ზიანს აყენებს სახელმწიფოს განვითარებას. როდესაც საუბარია დემოკრატიასა და გამჭვირვალობაზე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვის დაგზრდა ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ზოგადად, არც ერთი კანონი არ უნდა შეიცავდეს რაიმე ბუნდოვან ან ორაზროვან განმარტებებს; ეს ცვლილება კი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან შესაძლოა, ინფორმაციის გამცემ ორგანოს შეუძლია, თავისი გადაწყვეტილებისამებრ, თუნდაც სრულიად დაუსაბუთებლად თქვას უარი ინფორმაციის გაცემაზე. 
მე-18 მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია, არ შეიცავს ისეთი ტიპის ხარვეზს, რომ მისი ცვლილების, თანაც ამ ფორმით შეცვლის, საჭიროება იყოს და რაც მთავარია, მორგებულია დემოკრატიის პრინციპებს, რომლის მთავარი ამოსავალიც არის მოქალაქე და მისი ერთ-ერთი უმთავრესი უფლება- შეუზღუდავად მიიღოს ინფორმაცია; შესაბამისად, სახელმწიფომ ამ ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესების ნაცვლად, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე უნდა იზრუნოს.“

 

 შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა  შესაძლოა, ცვლილება შეიტანოს კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვების გაფართოვებას გულისხმობს.

 

სხვა სიახლეები
30 სექ

ვაკანსია „OK&CG“ აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის (მწერალი თანაშემწე) პოზიციაზე!

10 სექ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

09 სექ

„ახალი კოვიდ-რეგულაციები“

31 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

24 აგვ

სისტემატიური ძალადობა, რომელმაც არასრულწლოვანი,სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა

27 ივლ

მერიის მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა-OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო

22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

10 მაი

იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს

11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს