error 710 2017.07.17
რა უნდა იცოდეთ, თუ სადაზღვევო კომპანია ავარიის ზარალის ანაზღაურებას გთხოვთ: "ხშირად დამნაშავე მძღოლი
ჩვენი რესპონდენტის ნათია გ-ს მონათხრობში, ბევრმა შესაძლოა საკუთარი ისტორია ამოიცნოს, ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვისაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოსვლია და სადაზღვევოსთან ურთიერთობა მოუხდა, ეს სიტუაცია კარგად ნაცნობია..."ცენტრალურ გზაზე ავარიულების გარეშე გაჩერებულ ავტომობილს დიდი ჯიპი შეეჯახა, მას კი "ჰონდა ფიტით" მე შევეჯახე. ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციამ საჯარიმო ქვითარი მხოლოდ მე გამომიწერა. პირველი ავტომობილის გაკეთებაზე მართლაც ავიღე პასუხისმგებლობა და ზარალი სრულად ავუნაზღაურე. ჯიპის მძღოლმა კი მითხრა, რომ მანქანა დაზღვეული ჰყავდა და ჩემგან არაფერს მოითხოვდა. მეორე დღეს მასთან ერთად ჩემი წარმომადგენელი მივიდა სადაზღვევო კომპანიაში, სადაც დაუდასტურეს, რომ ზარალს მართლაც ისინი აანაზღაურებდნენ. ჯიპს დიდად არაფერი ჰქონდა დაზიანებული. ჩემს მანქანასაც მხოლოდ მარცხენა ფარი გაუფუჭდა და ლოგიკურად, ავტომობილების მოცულობისა და გამძლეობიდან გამომდინარე ჯიპს ბევრად ნაკლები დაზიანება ექნებოდა.ნოემბერში მომხდარი ავარია, თითქმის დავიწყებული მქონდა, როცა ივნისში დამირეკეს და მითხრეს, პრობლემური სესხი გაქვს გადასახდელიო. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს იყო სადაღვევო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც მან ჯიპის გაკეთებისთვის დახარჯა. იქამდე, სანამ სესხი პრობლემური გახდებოდა, ერთი შეტყობინებაც არ მომსვლია, რომ რამე მქონდა გადასახდელი. მოთხოვნილი თანხა 300 დოლარზე მეტი იყო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იმ ავტომობილის შეკეთებას 100 დოლარზე მეტი არ დასჭირდებოდა. ბევრმა მირჩია სასამართლოსთვის მიმემართა, მაგრამ ამისთვის არც ნერვები მქონდა და არც ფინანსები. მით უმეტეს, თავის დროზე ექსპერტიზაც არ იყო ჩატარებული. ამიტომ გადავიხადე თანხა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია მედავებოდა" - გვიყვება ნათია გ.ჩვენმა რესპონდენტმა გარკვეული მიზეზების გამო სასამართლოში სიარულს თანხის გადახდა ამჯობინა. თუმცა ბევრია, ვინც მსგავს სიტუაციას არ ეგუება და სასამართლოში დავას იწყებს. იურისტების თქმით, სასამართლოსთვის მსგავსი საქმეები უცხო არ არის და უკანასკნელი ტენდენციები აჩვენებს, რომ მოსამართლეები მოსარჩელე მხარეებს ამართლებენ სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ. საადვოკატო ბიუროს OK & CG-ისადვოკატის ქეთევან ქავთარაძის განმარტებით, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის ბიუროს ხშირად მიმართავენ, საქმეების ნაწილი კი სასამართლომდეც მიდის."სადაზღვევო კომპანიების მიერ თანხის ამოღების საკითხი მასშტაბური პრობლემაა, ისინი მეორე მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად არჩევენ ნაწილებს, მათ ფასს და მდგომარეობას. შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული რეგრესის წესით ავარიაში დამნაშავე პირისგან ითხოვენ ზარალის ამოღებას. არის შემთხვევები, როცა ეს თანხა რეალური ზარალის საბაზრო ფასებზე ბევრად მაღალია. ასეთ შემთხვევაში ავარიაში დამნაშავე ადამიანები დაზარალებულები გამოდიან. მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლო პრაქტიკა უკვე იქით არის მიმართული, რომ ასანაზღაურებელი თანხა რეალური ზარალის ადკევატური უნდა იყოს.სადაზღვეკო კომპანიებისთვისაც ცნობილია ეს ტენდენცია და ბოლო პერიოდში მსგავს საქციელს ერიდებიან. იციან, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში, ეს საქმე მათთვის წამგებიანი იქნება. თუმცა, მე მახსოვს შემთხვევა, როცა ავარიის დროს შეჯახება მოხდა მანქანაზე, რომელსაც გარკვეული გარბენი უკვე ქონდა. სადაზღვევომ კი მფლობელს მის სანაცვლოდ ახალი ავტომობილი უყიდა. საბოლოოდ, ამ თანხის ამოღება ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირისგან სცადა," - განმარტავს ქეთევან ქავთარაძე. წყარო : ambebi.ge
სხვა სიახლეები
11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

18 თებ

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!

05 თებ

საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა

05 თებ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

22 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK & CG“ აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე

09 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს

08 იან

აღმასრულებელი საბჭოს მნიშვნელოვანი განცხადება ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებით