971
2016.10.27
მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
მსოფლიო ბანკის რეიტინგში, საქართველო გაუმჯობესებული 5 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია:
ქონების რეგისტრაცია (მე-3 ადგილი)
კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი)
მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-7 ადგილი)
ბიზნესის დაწყება (მე-8 ადგილი)
მშენებლობის ნებართვა (მე-8 ადგილი)
► საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით► მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 5 რეფორმით საქართველო მსოფლიოს ტოპ რეფორმატორი ქვეყნების ათეულში შედის. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე პოზიციაზეა.
ამის შესახებ ცნობას საქართველოს მთავრობა აქვეყნებს.