ვინ არის საუკეთესო ადვოკატი?2418 2015.02.06
ვინ არის საუკეთესო ადვოკატი?
იურისტის პროფესია, საქმიანობის მიმართულების სიმრავლიდან გამომდინარე, საკმაოდ მრავალფეროვანია. საზოგადოების დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ, უმეტესად, დადებითია, რადგან, პირველ რიგში, იურისტი საადვოკატო სერვისთან ასოცირდება მათთვის, რაც, თავის მხრივ, საჭიროების შემთხვევაში - საკუთარი ინტერესების დაცვასთან. საინტერესოა, რას ნიშნავს, იყო კარგი ადვოკატი, საერთოდ, არსებობს თუ არა ამგვარი დეფინიციები და ზუსტი შეფასებები და, ამასთან, საკმარისია თუ არა, უბრალოდ, კარგი ადვოკატობა?