არის რამე მიზეზი, რის გამოც არ შეგიძლიათ ამ საქმეში ნაფიცმსაჯული იყოთ?- არ მსურს ამდენი ხნით მოვწყდე სამსახურს.- თქვენ გარეშე არ შეუძლიათ საქმის კეთება?- დიახ, მაგრამ არ მინდა ეს იცოდნენ.---- - ამ დაავადებამ იმოქმედა თუ არა თქვენს მეხსიერებაზე? - დიახ. - და რა მხრივ იმოქმედა? - რაღაცები დამავიწყდა. - შეგიძლიათ გვითხრათ, მაინც რა დაგავიწყდათ? --- - შეგიძლიათ აღწეროთ ის ადამიანი?- საშუალო სიმაღლის იყო და წვერი ჰქონდა.- ქალი იყო თუ მამაკაცი? --- - თქვენ მიერ მოსარჩელის გამოკვლევის შედეგად, არის თუ არა ახალგაზრდა ქალბატონი ფეხმძიმედ? - ახალგაზრდა ქალბატონი ფეხმძიმედაა, მაგრამ არა ჩემი გამოკვლევის შედეგად. --- - დაიმახსოვრეთ, რომ ყველა თქვენი პასუხი უნდა იყოს სიტყვიერი. რომელ სკოლაში დადიოდით?- სიტყვიერი. --- - ოდესმე დარჩენილხართ ამ მამაკაცთან მთელი ღამით ნიუ იორკში? - ამ კითხვას არ ვუპასუხებ. - ოდესმე დარჩენილხართ ამ მამაკაცთან მთელი ღამით ჩიკაგოში? - ამ კითხვას არ ვუპასუხებ. - ოდესმე დარჩენილხართ ამ მამაკაცთან მთელი ღამით მაიამიში? - არა. --- - ბოლოს როდის ნახეთ გარდაცვლილი?- მის დაკრძალვაზე.- რამე ხომ არ უთქვამს? --- - და შემდეგ რა მოხდა? - მან მითხრა: უნდა მოგკლა, რადგან ჩემი ამოცნობა შეგიძლია! - მერე მოგკლათ? --- - თქვენი პირველი ქორწინება რა მიზეზით შეწყდა?- სიკვდილით.- რომლის სიკვდილით? --- - მთელი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარეთ? - ჯერ არა. --- - მსხვერპლი თქვენ მოკალით?- არა.- იცით თუ არა, როგორ ისჯება ფიცის გატეხა?- დიახ, მაგრამ ეგ ბევრად უკეთესია, ვიდრე სასჯელი მკვლელობისთვის. --- - შეგიძლიათ დაახლოებით გაიხსენოთ, რა დროის განმავლობაში სინჯავდით სხეულს საავადმყოფოში? - საღამო იყო, აუტოფსია დაიწყო 5:30 წთ-ზე. - და ამ დროს ეს ადამიანი გარდაცვლილი იყო, სწორია? - არა, სულელო! - მაგიდაზე იჯდა და უკვირდა, რატომ ვუტარებდი აუტოფსიას! --- - სერ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ინტელიგენტი და პატიოსანი ბატონი ბრძანდებით.- მადლობა. ფიცის ქვეშ რომ არ ვიყო, მეც გეტყოდით კომპლიმენტს.
გამოყენებული მასალა -http://www.re-quest.net/g2g/humor/courtroom/index.htm
რას გულისხმობს უდანაშაულობის პრეზუმფცია?
რჩევები ავტოსაგზაო შემთხვევისას
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS საიდუმლო
ნასყიდობა გადახდის განვადებით - ცნება და შინაარსი
მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე
რა საფუძვლით წყდება ქორწინება?
მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა
სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაცია
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?