არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება მისი ცხოვრებისა და აღზრდის პირობები, ფსიქიკური განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხვა პიროვნული თავისებურებანი, მასზე ასაკით უფროსი პირის ზეგავლენა. არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორება მიზანშეწონილია აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების გამოყენებით. რაც შეეხება ნასამართლობის გაქარწყლებას, მას, ვინც დანაშაული თვრამეტ წლამდე ჩაიდინა, ნასამართლობა გაუქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ექვსი თვის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ხუთი წლის შემდეგ.
როგორ ხდება საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე?
რა არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი?
იურიდიული პირის ცნება და ნიშნები
რას მოიცავს ქორწინების პირობები?
მფლობელობა VS საკუთრება - რა განსხვავებაა მათ შორის?
როდიდან ითვლება პირი უფლებაუნარიანად? ქმედუნარიანად?
რომელია ქურდობა? ძარცვა? ყაჩაღობა?
რა არის ნასყიდობის ხელშეკრულება?
რა არის საკუთრების უფლება და რას მოიცავს მისი შინაარსი?
რა არის დელიქტი და რა წინაპირობები აქვს?