რა შემთხვევაშია საჭირო მინების დამუქებაზე ნებართვის აღება5532 2014.06.12
რა შემთხვევაშია საჭირო მინების დამუქებაზე ნებართვის აღება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №917 ბრძანების თანახმად, ნებადართული არ არის,,ავტოსატრანსპორტოსაშუალებისმინების შუქგამტარობის შემცირებაწინა საქარე მინებზე, აგრეთვე წინა გვერდითა მინებზე 40%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტი ოდენობით.’’ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სისტემური მართვის სამმართველო მინების დაბურვაზე სპეციალურ ნებართვას გასცემს მხოლოდ სპეციალურ სამსახურებზე, ხოლო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ ესაჭიროებათ სპეციალური ნებართვა, თუმცა აუცილებელია, რომ დამუქების დონე არ აღემატებოდეს ბრძანებით დასაშვებ ნორმას. მინების დაბურვასთან დაკავშირებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ფურგონის უკანა შუშებზე, მასზე დასაშვებია ბრძანებით დასაშვებზე მტეი დაბურვა, რადგანმინები განთავსებულია საბარგულის თავზე. ვინაიდან სედანს მსგავსი ტიპის საბარგული არ გააჩნია, გამონაკლისის სახით მინების ნორმაზე მეტად დაბურვა დასაშვებია მხოლოდ ფურგონისა და ჯიპის შემთხვევაში. შეღავათი არ ვრცელდება იაპონიიდან ჩამოყვანილ ავტომობილებზე, რომლებსაც უკანამინისდაბურვააქვს80-85%, ბრძანებით კი დასაშვებია მხოლოდ 75%–იანი დაბურვა. შეღავათი არ მოქმედებს არც იმ შემთხვევაში, თუ მინის შეცვლა შეუძლებელია.