გოგონამ გარდაცვლილ შეყვარებულზე იქორწინა1072 2012.10.17
გოგონამ გარდაცვლილ შეყვარებულზე იქორწინა
Megali Taskiewicz და Jonathan George 2008 წლის ნოემბერში აპირებდნენ დაქორწინებას, მაგრამ ქორწილამდე 2 დღით ადრე ჯონათანი გარდაიცვალა (მოტოციკლით ავარიაში მოყვა). გოგონამ საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთი მუხლი გამოიყენა, რომელიც უშვებს სიკვდილის შემდგომ ქორწინებას თუკი ქორწინებასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა დამთავრებულია პარტნიორის გარდაცვალებამდე და ქორწილის დროც დათქმულია. გოგონამ ოფიციალურად დაამტკიცა, რომ ის და მისი შეყვარებული 2004 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საერთო საბანკო ანგარიში, ასევე დამამტკიცებელ საბუთად წარადგინა ფოტო, რომელშიც თავისი საქორწინო კაბა ეცვა, სწორედ ის, რომელიც უნდა ჩაეცვა ქორწილში. საფრანგეთის კანონმდებლობამ მას ქორწინების ნება მისცა.