სხეულის ენა 730 2012.10.17
სხეულის ენა
ჩვენი სხეულის ენა გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალური კომუნიკაცია. ნებისმიერი ფიზიკური ჟესტი, რომელსაც ვაკეთებთ, ქვეცნობიერად თავისებურადაა აღქმული სხვების მიერ. ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეგვიძლია საკუთარი ქმედებების კონტროლი და სხვისი ჟესტების მნიშვნელობის ამოცნობა. სხეულის ენის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში გარკვეული ჟესტები სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ამიტომ, როდესაც საქმიან შეხვედრაზე მიდიხართ უცხოეთში, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნის ეტიკეტისა და ტრადიციების მინიმალურ დონეზე ცოდნა. მაგალითად, თავის დაკვრა დასავლეთში თანხმობის ნიშნად აღიქმება. იაპონიაში თვალით კონტაქტი უხეშობად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან, ამიტომ ეცადეთ მათ არ მიაშტერდეთ. მიუხედავად განსხვავებული სხეულის ენისა, არსებობს საერთო ენაც, რომლის გათვალისწინებითაც მარტივია პიროვნების დამოკიდებულებისა და სურვილების გამოცნობა. მაგალითად, თუკი ადამიანს საგნები სხეულის პირდაპირ უჭირავს, მაგალითად ყავის ფინჯანი, ხელჩანთა ან მსგავსი საგნები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პიროვნება მორცხვი და თავშეკავებულია, თავისი ქმედებით კი ცდილობს დაიმალოს საგნების უკან. საათის ხშირ-ხშირად შემოწმება მიანიშნებს იმაზე, რომ საუბარი მოსაწყენია მსმენელისთვის ან მას სადმე ეჩქარება. ქვემოთ ჩამოთვლილია რამოდენიმე დეტალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სხვები იღებენ ჩვენს წინადადებებს და გვეთანხმებიან: * ხელები მაგიდაზე უდევთ გაშლილ მდგომარეობაში. * ხელისგულები ღიაა. * თუ ნიკაპს ისრესენ, ესე იგი ფიქრობენ. * თავი პირდაპირ აქვთ მიმართული. * თავს გიქნევენ. * ფეხები ერთმანეთისგან დაშირებული აქვთ ( მიტყუპებული არ აქვთ ). * ხშირად იღიმიან. * ჟაკეტის/ქურთუკის ღილებს შეიხსნიან. (ეს მეგობრულობის და თქვენთან თანამშრომლობის სურვილის მაჩვენებელია) * ხელები გაშლილია, ეს გულწრფელობის მანიშნებელია. მართალია ეს ინფორმაცია მწირია, მაგრამ ადამიანისადმი გარკვეული წარმოდგენის შექმნაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

სხვა სიახლეები
11 სექ

რამდენად კარგად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში?

05 ივნ

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ექსკურსიების მოწყობა მხოლოდ სპეციალიზებულ ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ

22 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: თითქმის ყველა წამყვან ბიზნესში მონოპოლიზების ნიშნები შეიმჩნევა

18 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა სხვა ქვეყნებში გაედინება

16 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: შრომით კანონმდებლობაში ბევრი ლაფსუსია

25 თებ

მეუღლეთა თანასაკუთრება-რა შეიძლება, ჩაითვალოს მეუღლეთა საერთო ქონებად კანონმდებლობის თანახმად?

02 თებ

ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები

31 იან

შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?

24 იან

რას ითვალისწინებს თხოვების ხელშეკრულება ?

14 იან

„საპროცესო შეთანხმების იძულებით ან დაშინებით დადება დაუშვებელია“