ნაპოვნ ნივთზე საკუთრების გადასვლა2855 2012.10.16
ნაპოვნ ნივთზე საკუთრების გადასვლა
თუკი შემთხვევით იპოვეთ რაიმე, ღირებული ან თუნდაც უბრალო ნივთი, ძალიანაც ნუ აღფრთოვანდებით და გაგიხარდებთ, რომ იგი პოვნის მომენტიდან თქვენი საკუთრებაა. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს ნივთის დამკარგავს ან თუ მისი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან ადგილობრივ ორგანოს და გადასცეს ეს ნივთი. ნაპოვარი თქვენი საკუთრება გახდება 1 წლის შემდეგ, თუკი მას არ გამოუჩნდება მესაკუთრე. იმ შემთხვევაში, თუკი ნივთის მესაკუთრე 1 წლის განმავლობაში მოიკითხავს ნაპოვარ ნივთს, თქვენ შეგიძლიათ (მპოვნელმა) მოითხოვოთ ჯილდო ნივთის ღირებულების 5%–მდე. ძალიან გაგიმართლებთ მაშინ, თუკი შემთხვევით განძს გადააწყდებით, განსაკუთრებით მაშინ გაგიმართლებთ თუკი განძს თქვენსავე ნივთში იპოვით.(საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, განძს წარმოადგენს საგანი, რომელიც იმდენად დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა.) ასეთ შემთხვევაში საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.