შესაძლებელია თუ არა ანდერძის შეცვლა?183 2026.02.11
შესაძლებელია თუ არა ანდერძის შეცვლა?

ანდერძის შეცვლა & მოშლა

საკუთარი ქონების განკარგვა გარდაცვალების შემთხვევისთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. თუმცა, ხშირად ჩნდება კითხვა: არის თუ არა ანდერძი საბოლოო და შეუვალი დოკუმენტი?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც ანდერძი შეიძლება შეიცვალოს, გაუქმდეს ან სასამართლო წესით ბათილად იქნეს ცნობილი.

 

შეუძლია თავად მოანდერძეს ანდერძის შეცვლა ან მოშლა?

მოანდერძეს ნებისმიერ დროს აქვს უფლება გადაიფიქროს და შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება. ამისათვის კანონი სამ გზას გვთავაზობს:

ა) ახალი ანდერძის შედგენა - ახალი დოკუმენტი პირდაპირ აუქმებს ძველს ან მის იმ ნაწილს, რომელიც ეწინააღმდეგება ახალს.

 

ბ) განცხადება ნოტარიუსთან - მოანდერძეს შეუძლია მიმართოს სანოტარო ორგანოს სპეციალური განცხადებით ანდერძის გაუქმების შესახებ.

 

გ) ეგზემპლარების ფიზიკური მოსპობა: მოანდერძეს შეუძლია თავად გაანადგუროს ანდერძის ყველა ეგზემპლარი ან დაავალოს ეს ნოტარიუსს.

სანოტარო ანდერძის უპირატესობა

კანონმდებლობა განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს სანოტარო წესით დამოწმებულ ანდერძს.

თუ პირს რამდენიმე ანდერძი აქვს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სანოტარო, უპირატესობა მას ენიჭება.

მეტიც, სანოტარო ანდერძის მოშლა სხვა ფორმის (მაგალითად, შინაურული) ანდერძით დაუშვებელია.

 

როდის კარგავს ანდერძი ძალას ავტომატურად?

არსებობს გარემოებები, როდესაც ანდერძი თავისთავად კარგავს იურიდიულ ძალას:

ა) თუ პირი, ვის სასარგებლოდაც იყო ანდერძი, მოანდერძეზე ადრე გარდაიცვალა.

 

ბ) თუ ნაანდერძევი ქონება მოანდერძის სიცოცხლეშივე დაიკარგა ან მან ეს ქონება გაასხვისა (გაყიდა/გააჩუქა).

 

გ) თუ ერთადერთმა მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე.

 

ანდერძის ბათილად ცნობა: როდის და ვის მიერ შეიძლება მისი გასაჩივრება?

ანდერძის ნამდვილობა შეიძლება სადავო გახადონ კანონით მემკვიდრეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ გარემოებათა გამო, რომლებიც გარიგების ბათილობას იწვევენ.

 

იცით თუ არა, სარჩელი ანდერძის ბათილობის შესახებ რა ვადაში უნდა იქნას წარდგენილი?

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

 Law Office/იურიდიული კომპანია OK&CG.