საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი1172 2024.09.19
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი

როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეობის მიღება?

მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით:

საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება:

დაბადებით ან ნატურალიზაციით.

 

საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება

საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:

• პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;

• საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციით დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;

• საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;

საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

 

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვება

ნატურალიზაციის სახეებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;

გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;

დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

 

კანონი, ნატურალიზაციის თითოეული სახისათვის, სპეციალურ მოთხოვნებს განსაზღვრავს და თქვენი სურვილის გათვალისწინებით, ამ საკითხზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

 

ვის უნდა მიმართოთ თუკი გსურთ საქართველოს მოქალაქეობის მიღება?

განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს:

• სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან

• საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან

• საკონსულო დაწესებულებას.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება - რა ვადაში განიხილება მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადება, საჩივრდება თუ არა სააგენტოს გადაწყვეტილება, რა დოკუმენტები უნდა იყოს დართული განცხადებისათვის, როგორ უნდა შეივსოს ე.წ. „აპლიკაცია“ და სხვ.

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.