რა არის საკუთრების უფლება და რას მოიცავს მისი შინაარსი?2232 2024.04.02
რა არის საკუთრების უფლება და რას მოიცავს მისი შინაარსი?

საკუთრების ცნება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით:

მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
 

საკუთრების უფლების შინაარსი

საკუთრების უფლების არსებითი შინაარსი გამოიხატება სწორედ მის ექსკლუზიურობაში, რაც ნიშნავს ყველა ადამიანის გამორიცხვას პირის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და განკარგვისგან.

საკუთრების უფლება განსაკუთრებულია იმდენად, რამდენადაც თითოეულ ადამიანს აქვს მუდმივი მოთხოვნილება იმისა, დაცული იყოს საკუთარი უფლება და მის საკუთრებაში არსებული ქონება.

 

საკუთრების სახეები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს საკუთრების რამდენიმე სახეს:

• ერთპიროვნული საკუთრება

• საერთო (თანაზიარი/წილადი) საკუთრება

• ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში

 

საკუთრების უფლების შეზღუდვა

ჩვენ ვახსენეთ, რომ საკუთრების უფლება ექსკლუზიური ხასიათისაა და ეს ქმნის მის განსაკუთრებულობას, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრების უფლების გამოყენებას არ ახლავს შეზღუდვები.

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი განსაზღვრავს შემდეგს, რომ:

სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

ამ აზრს კი კიდევ უფრო განამტკიცებს დასახელებული 170-ე მუხლი - უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არ შეიძლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ იკვეთება მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და არც მისი მოქმედების აუცილებლობაა გამართლებული.
 

ამდენად, დაუშვებელია, რომ საკუთრების უფლების დაცვა და გამოყენება გადაგვარდეს და გადაიზარდოს უფლების ბოროტად გამოყენებაში.

 

საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება:

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.