5077
2023.12.11
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:
ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;
ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
ლიზინგის ხელშეკრულება წააგავს ნასყიდობის, ქირავნობის, მომსახურების ხელშეკრულებებს. მართალია, მათ საერთო ნიშნებიც აქვთ, მაგრამ რომელიმეს ქვესახედ არ განიხილება. ის არის ორმხრივად მავალდებულებელი და სასყიდლიანი ხელშეკრულება, რაც გულისხმობს, რომ ა) უფლება-ვალდებულება წარმოეშობა ორივე მხარეს და ბ) ხელშეკრულებისათვის განსაზღვრულია ფასი.
ლიზინგის ხელშეკრულებაში სამი სუბიექტია - ლიზინგის გამცემი, მიმწოდებელი და ლიზინგის მიმღები. ერთი მხრივ, ნასყიდობის ხელშეკრულება იდება ლიზინგის გამცემსა და მიმწოდებელს შორის და, მეორე მხრივ, უშუალოდ ლიზინგის ხელშეკრულება ფორმდება ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის.
შინაარსიდან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ ლიზინგის ხელშეკრულება რამდენიმე დოკუმენტისგან შედგებოდეს, თუმცა საბოლოო ჯამში, ერთიან ხელშეკრულებად განიხილება.
ლიზინგის საგანი შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონება (უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე; ხოლო მოძრავი ნივთია ის, რაც არ არის უძრავი).
ქველიზინგთან, უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების შემთხვევასთან, მესაკუთრის ინტერესების დაცვასთან, ხელშეკრულების ვადასა და სხვა ასპექტებთან დაკავშირებით.
კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.
რა არის ხელშეკრულების დარღვევა და რა შედეგი მოჰყვება?
რა უფლება აქვს გამქირავებელს, თუ მდგმური ქირას არ იხდის?
რა ქონება არ ექვემდებარება ყადაღას? | სიახლე
რა უფლებები აქვს დაზარალებულს?
როგორ ხდება მემკვიდრეობის მიღება?
რა უფლებები აქვს დასაქმებულს გამოსაცდელი ვადის დროს?
რა უფლებები აქვს ბრალდებულს? - სისხლის სამართალი
რა განსხვავებაა ინდ. მეწარმესა და შპს-ს შორის?
რა არის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება?
რა უნდა გააკეთოთ უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში?