თაღლითობა სოციალური ქსელის საშუალებით507 2021.05.24
თაღლითობა სოციალური ქსელის საშუალებით

ბოლო დროს ინტერნეტში საკმაოდ გავრცელდა სოციალური ქსელის საშუალებით ჩადენილი დანაშაულები. მათ შორის ერთ-ერთი „ჰაკინგი“ (გატეხვა) ანდა თაღლითობაა. იურისტები ხშირად აწყდებიან სოციალურ ქსელში ონლაინ მაღაზიით ან სხვა საშუალებით მოტყუებულ ადამიანებს რომელთაც ჰგონიათ რომ მათ მიმართ ჩადენილია თაღლითობა.

რა არის თაღლითობა

სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლში განსაზღვრულია, რომ თაღლითობა არის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. იგი განზრახი დანაშაულია რაც ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩამდენ პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს მის ქმედება და შედეგი. დასრულებულად, ანუ ჩადენილად ითვლება როდესაც თაღლითი მოტყუებით მიიღებს ნივთს ან ქონებრივ უფლებას.

თაღლითობა სოციალურ ქსელში

ამისთვის იყენებენ სოციალური მედიის საიტებს რათა ფართო აუდიტორიაში გაავრცელონ ინფორმაცია. შეტყობინებები შეიძლება შეიცავდეს ყველაფერს, მათ შორის ინვესტიციის შეთავაზებას, გასაყიდ საგნებს, მომსახურებას. ამ საშუალებებით ცდილობენ ადამიანის პირადი მონაცემების მოპოვებასა და მათ გამოყენებას. მოვიყვანოთ სოციალურ ქსელში თაღლითობის ტიპის რამდენიმე მაგალითი: არსებობს „კრიპტო“ ვალუტის თაღლითობა; ხშირად საზოგადოებას სთავაზობენ უფასო ბილეთებს ან რაიმე სახის ვაუჩერებს, ვინც ამ ბმულზე გადადის მოტყუებული რჩება; ასევე შესაძლოა შემოგთავაზონ რაიმე ნივთის ყიდვა ონლაინ საფასურის წინასწარ ჩარიცხვით, როდესაც თანხას რიცხავთ ისინი პროდუქტს არ გაწვდიან და არც თანხას გიბრუნებენ. ასეთი ვაჭრობისას თაღლითობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ერთ შემთხვევაში თაღლითები ქმნიან ცნობილი ბრენდების ვებ-საიტებს რომელიც ძალიან ჰგავს ორიგინალს ფასი კი შედარებით დაბალია, იწვევენ მომხმარებლებს და სთავაზობენ ნივთის შეძენას ინტერნეტ გადახდის საშუალებით, დაინტერესებული პირი ტყუვდება, რიცხავს თანხას, შეძენილი ნივთი კი არასდროს მიდის მომხმარებლამდე. სხვა შემთხვევაში არ ბაძავენ რომელიმე ბრენდს და ქმნიან ახალ ვარიანტს. მესამე თაღლითურ სქემაში თუ მომხმარებელი შეიძენს რაიმეს მათი მაღაზიიდან, საჩუქრად ჰპირდებიან ძვირადღირებულ ნივთს, შეძენის შემდეგ კი ეუბნებიან, რომ უნდა გადაიხადოს დამატებით მომსახურების ან სხვა სახის თანხა. მეოთხე ვარიანტის მიხედვით, მომხმარებელი ყიდულობს სოციალური ქსელის საშუალებით, მაგრამ მიღებული პროდუქტი, ჩვეულებრივ ან სხვა რამ არის ან მეორადი შეიძლება აღმოჩნდეს.

 

თაღლითობაა თუ არა?

ხშირად მომხმარებლებს ჰგონიათ რომ მათ მიმართ განხორციელდა თაღლითობა, სინამდვილეში კი ეს ასე არაა. მაგალითად თუ თქვენ წააწყდებით სოციალურ ქსელში პოსტს, სადაც გთავაზობენ ბილეთის შეძენას, რომელზეც წინასწარ გითვლიან 90%_იან მოგების ალბათობას, როგორც წესი მომხმარებელი ადვილად ტყუვდება, რიცხავს თანხას და აგებს თამაშს, მოთხოვნის შემთხვევაში კი ჩარიცხულს უკან არ უბრუნებენ. ეს ტყუილია მაგრამ არ არის თაღლითობა, რადგან როდესაც გეუბნებიან 90% არსებობს მოგების შესაძლებლობა, არ გამორიცხავს 10% წაგების შანსსაც. აქ უკვე თქვენი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებაა, ამიტომ სანამ თანხას გადაიხდით რაიმეში კარგად დაფიქრდით და აწონ-დაწონეთ წაგების რისკები.

როგორ უნდა მოვიქცეთ დაცულები რომ ვიყოთ?

ამისთვის საჭიროა კონფიდენციალურობის პარამეტრების დაცვა; უნდა მოვერიდოთ საკუთარი მონაცემების (ელ. ფოსტის; დაბადების წელი, თვე, რიცხვის; საბანკო ანგარიშის) საჯაროდ გაზიარებას და ყველასთვის ჩვენებას; თავი შევიკავოთ ონლაინ რაიმის შეძენისას წინასწარ თანხის ჩარიცხვისგან; შევისწავლოთ საიტი საიდანაც გამოწერას ვაპირებთ (მისი მიმოხილვა, შეფასებები, უჩივიან თუ არა მომხმარებლები); გადახდისას შევამოწმოთ ვახორციელებთ თუ არა ტრანზაქციას უსაფრთხო ანგარიშზე, რათა მომავალში არ იქნას ჩვენი საბანკო მონაცემები ბოროტად გამოყენებული.

თუ თქვენ უკვე დგახართ მსგავსი პრობლემის წინაშე შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს, რომელიც დაგეხმარებათ საკითხის სამართლებრივ შეფასებაში და დაიცავს თქვენს უფლებებს.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი ინფორმაცია: ეკონომიკური დანაშაული - თაღლითობა

სხვა სიახლეები
21 ივნ

ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

18 ივნ

რა არის ბინადრობის ნებართვა და როგორ მოვიპოვოთ ის

14 ივნ

შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

09 ივნ

რას ნიშნავს და როდის ხდება სარჩელის უზრუნველყოფა?

04 ივნ

რა სამართლებრივი რისკებია ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას?

31 მაი

რა სახეები არსებობს სასჯელისგან გათავისუფლების, შეცვლის ან შეჩერების

28 მაი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

21 მაი

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მისი შემცირება სასამართლოს მიერ

17 მაი

რა უფლებებით სარგებლობს დაზარალებული

14 მაი

სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას გასაჩივრების წესი და ვადები