იურიდიული მომსახურება, რომელიც კომპანიისთვის ფინანსურად ყველაზე მომგებიანია 200 2020.10.16
იურიდიული მომსახურება, რომელიც კომპანიისთვის ფინანსურად ყველაზე მომგებიანია

წარმატებული კომპანია იურისტის გარეშე წარმოუდგენელია. დღეს საქართველოში ბევრი საშუალო და შედარებით პატარა ზომის კომპანია ფიქრობს, რომ მისი საქმიანობის მასშტაბი არც იმდენად დიდია, რომ იურიდიული მომსახურება სჭირდებოდეს და ყოველდღიურ საქმიანობას იურისტის გარეშე ახორციელებს.

 

წაიკითხეთ: bpn - https://bit.ly/3dBSoPL

 

თუმცა სრულიად განსხვავებული მიდგომაა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. იქ თუ მსხვილ კომპანიებს იურიდული განყოფილება კომპანიაშივე აქვთ მოწყობილი, შედარებით პატარა და საშუალო ბიზნესები იურიდიულ მომსახურებას აუთსორსზე იღებენ. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა აუთსორს იურიდიულ მომსახურება, რადგან იურიდიული კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ შემცირებულ ხარჯებს, მეტ მოქნილობასა და მეტ შესაძლებლობებს.

წარმატებული იურიდიული კომპანიები ამ პრაქტიკას ეტაპობრივად საქართველოშიც ნერგავენ და ცდილობენ ბიზნეს ოპერატორებს საქმიანობის მეტი წარმატებით წარმართვაში საკუთარი დისტანციური მომსახურებით დაეხმარონ.

 

სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბელი ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვილი განმარტავს, რომ თუ კომპანია აუთსორსზე დაიქირავებს იურისტს, მან შეიძლება 1000%-თაც კი დაზოგოს ხარჯები. იურისტი დეტალურად განმარტავს, თუ რას ნიშნავს იურიდიული მომსახურება აუთსორსზე და რა სარგებლის მომტანის ის ბიზნეს ოპერატორებისთვის.

რას ნიშნავს იურიდიული მომსახურება აუთსორსზე?

ეს არის ძალიან მოხერხებული მომსახურება, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაშისაკმაოდ პოპულარული. აღნიშნული გამოცდილება ეტაპობრივად ინერგება საქართველოშიც.

ზოგადად, იურიდიული დეპარტამენტის მოწყობა კომპანიაში საკმაოდ ძვირადღირებული საქმეა და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის მაღალკვალიფიცური იურისტების დაქირავება რთულია. ხელფასის ხარჯს სხვა უამრავი ხარჯიც ემატება და საბოლოოდ კომპანიები ადვოკატის დაქირავებაზე საერთოდ უარს ამბობენ. სწორედ ამ გამოწვევის დაძლევის ძალიან მოსახერხებელი შესაძლებლობაა იურიდიული მომსახურება აუთსორსზე. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ქირაობს იურისტს, რომელიც მისთვის დისტანციურად მუშაობს საკუთარი ოფისიდან. ამ შემთხვევაში იურისტი შეიძლება კიდევ რამდენიმე კომპანიას ემსახურებოდეს ანალოგიური პრინციპით. იურიდიული მომსახურება აუთსორსზე ბევრად უფრო ხარჯეფექტურია, ვიდრე კადრების დაქირავების ტრადიციული ფორმა.

უკანასკნელ პერიოდში კი, როდესაც მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ პანდემიას ებრძვის, უამრავი კომპანია დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამ პირობებში კი, როდესაც ადამიანები დისტანციურად მუშაობენ, რატომაც არ უნდა მოხდეს ეს აუთსორსზე. ეს არის ბიზნესისა და იურისტის თანამშრომლობის განსხვავებული ფორმატი, რომელიც არარეთი რეალური უპირატესობით ხასიათდება.

რა შემთხვევაში არის კომპანიისთვის მომგებიანი, რომ იურისტი ჰყავდეს აუთსორსზე?

ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი ტიპისა და ზომის კომპანიისთვის აუცილებელია, რომ იურისტი ჰყავდეს. თუ ეს ვერ ხერხდება ტრადიციული ფორმით, ადვოკატის დაქირავება უნდა მოხდეს აუთსორსზე. მაგალითად, ჩვენი იურისტებიც ემსახურებიან ათობით კომპანიას დისტანციურად და თითოეული თანამშრომლობა საკმაოდ წარმატებულია. ისინი მუდმივად მეთვალყურეობენპარტნიორ კომპანიას, უგეგმავენ პრევენციულ ღონისძიებებს, წინასწარ აწვდიან საჭირო დოკუმენტაციას მოწესრიგებულს და უწევენ სხვადასხვა ტიპის კონსულტაციას. ეს ყველაფერი კი ბიზნესს ნეგატიური შედეგებისგან თავის დაცვაში ეხმარება.

რა უპირატესობები აქვს აუთსორსზე დაქირავებულ იურისტს?

პირველ რიგში, ეს არის ძალიან ხარჯეფექტური. დაქირავებული იურისტისა და აუთსორსზე იურისტის ანაზღაურება მნიშვნელოვნად განსხვავდება. თანამშრომლობის ეს ფორმატი დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, ბევრად უფრო მაღალკვალიფიცური ადვოკატი დაიქირაოს. ეს საშუალო ზომის ბიზნესებისთვის ძალიან მომგებიანია, რადგან მათ რეალურად არ აქვთ მაღალკვალიფიური ადვოკატის დაქირავების ფინანსური რესურსი. მეტ-ნაკლებად გამოუცდელი ადვოკატის დაქირავებას კი ნამდვილად სჯობს, პროფესიონალი გყავდეს აუთსორსზე.

პირადად მე ვფიქრობ, რომ კვალიფიციური იურისტის აუთსორს სერვისზე დაქირავებამ კომპანიას შეიძლება 1000%-იანი სარგებელიც კი მოუტანოს და ხარჯებიცანალოგიურად დაუზოგოს.

რა ტიპის პრობლემებისგან იცავს კომპანიას იურისტი, რომელიც აუთსორსზე მუშაობს მასთან?

ნებისმიერი მომსახურებას, რომელსაც კომპანია იღებს იურისტისგან, ანალოგიურად მიიღებს აუთსორსზეც. შესაბამისად, ადვოკატი აუთსორსზე მას დაიცავს ყველა იმ გართულებისგან, რომლისგანაც ტრადიციულად ფორმით დაქირავებული ადვოკატი დაიცავდა. მაგალითად, ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც სახელშეკრულებო, ისე შედა მენეჯმენტში დახმარებას, ასევე, სასამართლო დავებში მონაწილეობას ქვეყნის შიგნით. ძალიან აქტუალური მიმართულებაა საგადასახადო დავებში მონაწილეობა და საგადასახადო პრობლემების ასარდიებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება.

რა სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს კომპანია, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს იურისტი?

მმართველს, რომელსაც არ ჰყავს იურისტი, თავის ბიზნესს ბეწვის ხიდზე ატარებს.დღეს ქვეყანაში უამრავი რეგულაციაა დაწესებული სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის. ამ რეგულაციებში გარკვევა და მათი შესრულება მენეჯერებისთვის ძალიან რთულია. მათი დაუცველობა კი ძალიან სარისკო და ზიანის მომტანია. მაგალითად, იურისტის გარეშე დადებული ხელშეკრულება შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს კომპანიისთვის. ეს შეიძლება იყოს გაუაზრებელი კონტრაქტორის მოძიება დამასთან მსხვილი ფულადი სახსრების გადარიცხვა. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ტიპის ბიზნესის წარმოებისას მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზევე დაიქირაოთ იურისტი. საქმიანობის ტიპისა და მასშტაბიდანგამომდინარე კი თავად გადაწყვიტეთ, იქნება ეს თანამშრომლობის ტრადიციული ფორმა თუ მომსახურება აუთსორსზე.

 

წყარო: Bpn.ge

 

სხვა სიახლეები
28 ოქტ

რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ნაჩუქარი უძრავი ქონება ან სხვა ნივთი  

27 ოქტ

დასჯადია თუ არა მესენჯერში არასასურველი და ძალადობრივი კომუნიკაცია – იურისტი ადევნებასა და სექსუალურ ძალადობაზე

16 ოქტ

რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციის სახით და რა შემთხვევაში?

16 ოქტ

„მეწილეებიდან ერთ-ერთს 1%-ით მეტი მაინც უნდა ჰქონდეს“ - იურისტ დავით მუმლაძის რჩევები მათ, ვინც საერთო ბიზნესს იწყებს

16 ოქტ

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე

16 ოქტ

ბავშვების მეურვე დედას ქონების ნახევარზე მეტის მიღება შეუძლია - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი განქორწინებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, რომელიც უნდა იცოდეთ

26 სექ

რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება

20 აგვ

მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება

30 ივლ

ირღვევა თუ არა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ?

23 ივლ

რას ნიშნავს „წამლის გამსაღებელი ექიმები“ და პრობლემა, რომლის შესახებაც ექიმების ნაწილი ალაპარაკდა