შრომითი ურთიერთობები და ხელფასის ანაზღაურება კარანტინისას 641 2020.03.09
შრომითი ურთიერთობები და ხელფასის ანაზღაურება კარანტინისას

პირებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, მოქალაქეებმა თავიანთი მდგომარეობის შესახებ სამინისტროს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც უწყება სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს გასცემს.

„ეს საბუთი ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება. ადამიანები დადგენილი წესით ვერ იღებდნენ სამედიცინო ფურცელს, ამიტომ მათი მდგომარეობის გამარტივებისთვის შეიქმნა მექანიზმი, რომ ისინი ელექტრონულად განცხადების გამოგზავნის შემდეგ შეძლებენ, რომ სამინისტროსგან ცნობა მიიღონ, რომელიც ჩვენი მონიტორინგის სამსახურისგან გადამოწმდება“, - განაცხადა ეკატერინე ადამიამ.

მისივე ცნობით, საკარანტინო სივრცეში დაახლოებით 97 ადამიანი იმყოფება და თვითიზოლაციაში კი - 92. ეს რიცხვი ცვალებადია.

 

წყარო: რადიო თავისუფლება

სხვა სიახლეები
29 მაი

პერსონალური მონაცემები ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ

27 მაი

რა უნდა იცოდეთ, თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს?

25 მაი

კანონპროექტი-ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მამებს

22 მაი

რა პრობლემებს წარმოშობს შრომითი ხელშეკრულების ზეპირი ფორმა? 

20 მაი

სხვაობა ხელფასში-ქალისა და მამაკაცის განსხვავებული ანაზღაურება

16 მაი

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება, აიკრძალოს

15 მაი

რა არის პენსიის ინდექსაციის კანონპროექტი და რა წერია მასში?

05 მაი

იზოლაცია, როგორც დამატებითი საფრთხე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის

24 მარ

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება

23 მარ

საგანგებო მდგომარეობის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა