3110
2020.02.26
2020 წლის აპრილიდან, ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო ღონისძიებებზე რეგისტრაცია, აგრეთვე ონლაინ ტრენინგების გავლა და საკუთარი საგანმანათლებლო პროცესების მართვა ასოციაციის წევრებს შეეძლებათ მხოლოდ ახალი ვებ-პორტალის საშუალებით, რომელიც ასოციაციამ შექმნა USAID/PROLOG - ის მხარდაჭერით.
იმისათვის, რომ ყველა წევრი მომზადებული შეხვდეს აღნიშნულ სიახლეს და შეძლოს ვებ-პორტალის ეფექტურად გამოყენება, ასოციაცია თებერვლისა და მარტის თვეებში ყოველდღიურ რეჟიმში ჩაატარებს საინფორმაციო სესიებს ვებ-პორტალის გამოყენებაში. თითოეული სესია გაგრძელდება დაახლოებით 30 წუთი.
აღნიშნული სესიები თბილისში ჩატარდება თებერვალში, ხოლო რეგიონებში მარტის განმავლობაში. შესაბამისი კალენდრის სანახვად და თქვენთვის სასურველ სესიაზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული ან ეწვიეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდს.
სესიები თბილისში ჩატარდება 27 და 28 თებერვალს, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, მისამართზე ძმები ზუბალაშვილების #11
რა არის ხელშეკრულების დარღვევა და რა შედეგი მოჰყვება?
რა უფლება აქვს გამქირავებელს, თუ მდგმური ქირას არ იხდის?
რა ქონება არ ექვემდებარება ყადაღას? | სიახლე
რა უფლებები აქვს დაზარალებულს?
როგორ ხდება მემკვიდრეობის მიღება?
რა უფლებები აქვს დასაქმებულს გამოსაცდელი ვადის დროს?
რა უფლებები აქვს ბრალდებულს? - სისხლის სამართალი
რა განსხვავებაა ინდ. მეწარმესა და შპს-ს შორის?
რა არის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება?
რა უნდა გააკეთოთ უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში?