მოქალაქეებს "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ 363 2020.02.19
მოქალაქეებს "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, კომპანია “სითი პარკის” მიერ გამოწერილი ჯარიმები მოქალაქეებს ჩამოეწერებათ. კახა კალაძემ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა:

„ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს ჯარიმები მოქალაქეების უფლებებს ლახავდა და კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამინისტია."

 

აქ იგულისხმება საჯარიმო სანქციებიც, რომელიც აღსრულების ბიუროსთვისაა გადაცემული და რომლის ფარგლებშიც, უკვე იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის და დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო ორგანო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“.

თბილისის მერის თქმით, “სითი პარკთან” დაწყებული დავა სასამართლოსა და არბიტრაჟის მიმართულებით დასრულებულია. მოლაპრაკებების შედეგად კი თბილისის მერიამ კომპანიისგან ყველა ის მატერიალური აქტივი შეისყიდა, რაც პარკირების სისტემის მართვისთვის არის საჭირო.

კახა კალაძის თქმით, კომპანია “სითი პარკის” მიერ გამოწერილი ჯარიმების საერთო ოდენობა 850 000 ლარს შეადგენს.

 

წყარო:ნეტგაზეთი

სხვა სიახლეები
24 მარ

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება

23 მარ

საგანგებო მდგომარეობის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა

18 მარ

საკარანტინო წესების დარღვევისათვის სანქცია დაგეკისრებათ?!

11 მარ

მეურვეობა/მზრუნველობისა და ბავშვზე ზრუნვის სამუშაო ჯგუფის დ ე ბ უ ლ ე ბ ა

09 მარ

შრომითი ურთიერთობები და ხელფასის ანაზღაურება კარანტინისას

06 მარ

შინაპატიმრობის აღსრულების წესი

06 მარ

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ევთანაზია დასაშვებად ცნო

26 თებ

ქართული ტრადიციული სუფრის მნიშვნელობას ახალი დადგენილება განსაზღვრავს

26 თებ

ადვოკატის განახლებული პორტალი

25 თებ

"თოვდა და თბილისს ებურა თალხი" -1921 წლის 25 თებერვალი!