საშუალო ხელფასი საქართველოში 1217 ლარია 353 2019.12.16
საშუალო ხელფასი საქართველოში 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1217 ლარია.

 

მონაცემები 2019 წლის მესამე კვარტალის შედეგებს ასახავს. საქსტატის მიხედვით, ამ პერიოდისთვის საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91,6 ლარითაა გაზრდილი.

 

საქსტატის მონაცემებით, ხელფასის მაჩვენებელი გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა – 2 008 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა – 3.7 პროცენტი); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – -19.4 პროცენტი).

 

2019 წლის მესამე კვარტალში კაცების საშუალო ხელფასი 1475 ლარია, ქალების საშუალო ხელფასმა კი მხოლოდ 924 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ქალების თვიურ ანაზღაურებას აღემატებოდა თითქმის ყველა სექტორში.