მიხეილ ჯავახიშვილი დამოუკიდებელ სასამართლოზე, თავისუფლებასა და მორალზე3947 2019.11.20
მიხეილ ჯავახიშვილი დამოუკიდებელ სასამართლოზე, თავისუფლებასა და მორალზე

მიხეილ ჯავახიშვილი 20 ნოემბერს, სოფელ წერაქვში დაიბადა. მისი შემოქმედება, ისევე როგორც მწერლის ბიოგრაფია მრავალი ასპექტით არის საინტერესო. მათ შორისაა სამართლის, კანონიერებისა და შინაგანი მორალის საკითხები.

ბევრი იურისტისათვის ჯავახიშვილის ნაწარმოებები, მათში გავლებული მიჯნა კანონსა და სამართლიანობას შორის და მწერლის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები სასამართლო სისტემაზე სამაგალითოა, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.

 

ჯავახიშვილი გაზეთ ივერიასთან დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბრისას აღნიშნავს:


"სასამართლო, მოქალაქეთა კერძო უფლებების გარდა, იცავს საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლებას და ამ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენელი სასამართლოსგან თხოულობს უფლების დამრღვევის დასჯას და დარღვეულ უფლების აღდგენას. მაგრამ ხშირად თვითონ მთავრობაც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, არღვევს მისი თავისუფლებისა და პიროვნების ხელუხლებლობის უფლებას და ამ შემთხვევაში მოქალაქეს ნება უნდა ჰქონდეს სასამართლოს მიმართოს და სთხოვოს მისი უფლების აღდგენა და მთავრობის წარმომადგენელის დასჯა."



" სასამართლო დამცველია კანონიერებისა და მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებისა. ასეთი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს ინგლისსა და ამერიკაში. ეს უფლება ხალხმა მედგარ ბრძოლის შემდეგ მოუპოვა სასამართლოს.  გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, თავისუფლება არ არსებობს."

 

მიხეილ ჯავახიშვილი  თავისი თხზულებებითაც უამრავ პრობლემას ეხებოდა. მისი მოთხრობა ,,ორი განაჩენი“ არის ნაწარმოები, რომელშიც პიროვნების  ტრაგედია, კანონისა და სინდისის შეპირისპირებისას იჩენს თავს.

 

მოთხრობა პირველად გამოქვეყნდა 1926 წელს. ნაწარმოები ფსიქოლოგიური ხასიათისაა და ადამიანის სულიერ მდგომარეობას აღწერს დანაშაულის ჩადენის დროს.  მთავარ გმირს ბაჩილას ტრაგიკული ბედი ეწია: მძიმე დანაშაული ჩაიდინა- როცა ძმამ მოატყუა  ჩხუბი დაიწყო და შემთხვევით შემოაკვდა.ციხეში დიდ ხანს უცადა განაჩენს. თუმცა მოსამართლემ გაამართლა, რადგან ეს შემთხვევითი მკვლელობა იყო. როცა ბაჩილა გამოუშვეს მან დაინახა მშობლები, რომელთაც არც კი დაუცადეს ისე წავიდნენ სოფელში. ბაჩილამ, რომელიც თვლიდა, რომ ძმის სიკვდილში დამნაშავე იყო, საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი. ჩავიდა სოფელში და იმავე ღამით თავი ჩამოიხრჩო.

 

მიხეილ ჯავახიშვილი კანონს, სამართლიანობას და მორალს ყოველთვის საინტერესოდ უპირისპირებდა ერთმანეთს და მათ შორის არჩევანის გაკეთებას მუდამ მკითხველს ანდობდა. 

 

საადვოკატო ბიურო "OK&CG" მიხეილ ჯავახიშვილის მკითხველს მის დაბადების დღეს ულოცავს და წარმატებულ დღეს უსურვებს.