მამობის დადგენა და მასთან დაკავშირებული ბავშვის უფლებები 330 2019.10.25
მამობის დადგენა და მასთან დაკავშირებული ბავშვის უფლებები

მამობის დადგენის რეგისტრაციისას ხორციელდება კონკრეტული პირის ბავშვის მამად ცნობა (აღიარება), რითაც ბავშვი მოიპოვებს მამის მიმართ უფლება–მოვალეობებს.

ბავშვს, რომლის წარმოშობა დადგენილია მშობელთა ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებისა და ნათესაობის მიმართ აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც დაქორწინებულ პირთაგან წარმოშობილ ბავშვს. 

მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ბავშვი, რომლის მიმართ უნდა განხორციელდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია, არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, დაბადებულია საქართველოში ან მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში

ბ) არასრულწლოვანი ბავშვის ერთ–ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი

გ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ

დ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა სხვა სახელმწიფოს სასამართლომ და ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

 

მამობის დადგენა მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე

საჭირო დოკუმენტები

1. მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება

2. ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

3. ბავშვის დაბადების მოწმობა

4. ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის შემთხვევაში, მათი დაბადების მოწმობა და ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის     თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე

 

მამობის დადგენა მამის განცხადების საფუძველზე

საჭირო დოკუმენტები

1. მამის წერილობითი განცხადება

2. მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

3. ბავშვის დაბადების მოწმობა

4. ერთ–ერთი შემდეგი დოკუმენტი: დედის გარდაცვალების მოწმობა, დედის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, დედის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, ან დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე  სასამართლოს გადაწყვეტილება

5. არასრულწლოვანი მამის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე

 

მომსახურების ვადა და ღირებულება

მამობის დადგენის მოწმობა გაიცემა უფასოდ,  განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

ვის შეიძლება მივმართოთ მამობის დადგენის რეგისტრაციის მოთხოვნით? 

მამობის  დადგენის   თაობაზე   განცხადებით  შეგიძლიათ  მიმართოთ:

ა) სსიპ იუსტიციის  სახლის   ნებისმიერ   ფილიალს;

ბ) სსგს ნებისმიერ   ტერიტორიულ სამსახურს  

გ) საზღვარგარეთ საქართველოს  საკონსულო  დაწესებულებას;

 

ვის აქვს მამობის დადგენის თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება?

მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ:

1) ბავშვის დაბადების მომენტისთვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად;

2) ბავშვს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ,  თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით;

3) მის ერთ-ერთ მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით;

4) ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა გარდაცვლილია,  აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება;

5) ზემოთ ჩამოთვლილ პირთა მინდობილ პირს. 

 

რა დოკუმენტებია წარმოსადგენი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციის დროს? 

სასამართლო  გადაწყვეტილების საფუძველზე  მამობის დადგენის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება;

 

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სხვა სიახლეები
06 დეკ

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

06 დეკ

არასრულწლოვნებით ვაჭრობა

04 დეკ

შენობებისა და ხაზოვანი ნაგებობებისთვის საჯარო რეესტრი 3D კადასტრს ქმნის

04 დეკ

კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

03 დეკ

ინფლაცია საქართველოში

03 დეკ

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

27 ნოე

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის განმარტება

25 ნოე

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

21 ნოე

ნომინალური მფლობელობის ანგარიში ადვოკატებისათვის

20 ნოე

მიხეილ ჯავახიშვილი დამოუკიდებელ სასამართლოზე, თავისუფლებასა და მორალზე