პროფესიული სტაჟირება გერმანიაში1050 2019.10.16
პროფესიული სტაჟირება გერმანიაში

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ასოციაციის წევრებისთვის აცხადებს კონკურსს.

კონკურსში გამარჯვებულ ადვოკატს შესაძლებლობა ეძლევა გერმანიაში  გაიაროს ერთთვიანი პროფესიული სტაჟირება ბიზნეს სამართლის მიმართულებით. სტაჟირების პარალელურად, შერჩეული აპლიკანტი დაესწრება სემინარს ბიზნეს სამართალში.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ცოდნის მიღება და გაღრმავება კომერციული, სამოქალაქო და ბიზნეს სამართლის მიმართულებით, ისევე როგორც იურიდიული ფირმების გერმანული საქმისწარმოების სტილისა  და მუშაობის სპეციფიკის შეცნობა.

სასწავლო/პროფესიული პროგრამის დაიწყებისა და დასრულების თარიღი: 22.04.2020 – 30.05.2020

სავალდებულო მოთხოვნები:
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მინიმუმ ერთი წელი);
** გერმანული ენის სრულყოფილად ფლობა(გადამოწმდება გასაუბრების ფარგლებში);
**კანდიდატი უნდა მუშაობდეს სამოქალაქო, კერძოდ ბიზნეს ან/და სამეწარმეო სამართლის მიმართულებით;

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (სასურველია ამ მიმართულებით კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ტრენინგები/კურსები);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი შრომის დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
** CV/ბიოგრაფია (ქართულ და გერმანულ ენებზე);
** უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** ადვოკატის მოწმობის დამადასტურებელი ასლი;
** ფოტოსურათი ზომით ¾ (ელექტრონული ვერსია);
**გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 17 ნოემბერი 18:00 საათამდე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა საბუთების ჩამონათვალი უნდა გაგზავნონ ელ. მისამართზე: t.imnaishvili@gba.ge სათაურის ველში უნდა მიუთითონ ,,სტაჟირება გერმანიაში“.

რეზიუმე უნდა დასათაურდეს თქვენი სახელით და გვარით.