ავტომობილით 12 წლამდე ასაკის ბავშვის სავარძლის გარეშე მგზავრობა შესაძლოა აიკრძალოს2159 2019.10.11
ავტომობილით 12 წლამდე ასაკის ბავშვის სავარძლის გარეშე მგზავრობა შესაძლოა აიკრძალოს

ავტომობილით 12 წლამდე ასაკის ბავშვის სავარძლის გარეშე მგზავრობა შესაძლოა აიკრძალოს. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებაზე დამოუკიდებელი დეპუტატები საუბრობენ.

დღეს მოქმედი კანონით, აკრძალვა მხოლოდ 3 წლამდე ბავშვის სავარძლის გარეშე გადაყვანას ეხება, თუმცა, საკმაოდ მძიმე სტატისტიკიდან გამომდინარე კანონმდებლების ნაწილი ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ აღნიშნულ ინიციატივას და მიაჩნიათ, რომ ეს აუცილებელია არასწრულწლოვანთა უსაფრთხოებისათვის.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ამჟამად მოქმედებს ნორმა, რომლის თანახმადაც 12 წლამდე ბავშვის წინა სავარძლით გადაყვანა აკრძალულია.

მიმდინარე წელს პირველი რვა თვის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად თოთხმეტი 16 წლამდელი ბავშვი დაიღუპა. 2018 წელს კი 200-მდე ბავშვი დაშავდა.