ოჯახში ძალადობის აღკვეთისათვის კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი ინერგება 326 2019.09.25
ოჯახში ძალადობის აღკვეთისათვის კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი ინერგება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ელექტრონული მონიტორინგის სისტემას ნერგავს. 

ახალი კანონპროექტის თანახმად, მოძალადეზე, რომლის მიმართაც გამოცემული იქნება შემაკავებელი ორდერი, განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგი. მონიტორინგს ასევე დაექვემდებარება მსხვერპლიც, რომელსაც ასევე დაუმაგრდება ელექტრონული სამაჯური.

საადვოკატო ბიურო "ოქეი&სიჯი" მკითხველს განუმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად- ოჯახში ძალადობის აღკვეთის ძირითადი მექანიზმებია შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემა. 

ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.

დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით – არასრულწლოვნის ინტერესებს.

შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და მას ამტკიცებს ან დამტკიცებაზე უარს ამბობს სასამართლო უფლებამოსილი პირის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.

დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ძალაში შევა, დაცვის მექანიზმებს კიდევ ერთი ელექტრონული მონიტორინგის სისტემაც დაემატება, რომელიც შესაძლოა მოძალადისაგან მომავალი საფრთხის პრევენციისათვის ქმედითი ნაბიჯი აღმოჩნდეს. 

სხვა სიახლეები
21 ნოე

ნომინალური მფლობელობის ანგარიში ადვოკატებისათვის

20 ნოე

მიხეილ ჯავახიშვილი დამოუკიდებელ სასამართლოზე, თავისუფლებასა და მორალზე

20 ნოე

ეთიკის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

20 ნოე

ადვოკატთა ასოციაციასა და დევნილთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

15 ნოე

საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აუქციონთან დაკავშირებით

14 ნოე

პარლამენტმა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას მხარი არ დაუჭირა

13 ნოე

მიწის რეგისტრაცია მარტივდება

12 ნოე

აზარტული თამაშობების შესახებ არსებული კანონმდებლობა და მასთან დაკავშირებული შედეგები

12 ნოე

სახალხო დამცველი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

04 ნოე

 საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით თავშესაფრის მიღების შესახებ კანონი გამკაცრდა