4025
2018.11.20
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აუნაზღაუროს დაზარალებულს მისი ქმედებით მიყენებული ზიანი.
ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისათვის აუცილებელია:
აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ზიანის მიყენებისათვის ეკისრება ზიანის მიმყენებელს, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს ზოგადი წესიდან.
პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირი პასუხს არ აგებს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. ამასთან, მშობლები ან 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. მშობლების მიერ ზიანის ანაზღაურება გამოირიცხება თუ მათ არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება.
10 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვანი პირი პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, თუ მას არ შეეძლო საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო.
კანონმდებლობა გამონაკლისს ადგენს ასევე მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში, თუ მას მხარდამჭერი დაენიშნა სასამართლო გადაწყვეტილებით ზიანის თავიდან აცილების სფეროში. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდაჭერის მიმღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა.
დროებით უგონო ან სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირი პასუხს არ აგებს მიყენებული ზიანისათვის. თუ პირმა თვითონ ჩაიყენა თავი ასეთ მდგომარეობაში ალკოჰოლური სასმელის ან მსგავსი საშუალებების გამოყენებით, იგი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალის გარეშე აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში.
რა არის ხელშეკრულების დარღვევა და რა შედეგი მოჰყვება?
რა უფლება აქვს გამქირავებელს, თუ მდგმური ქირას არ იხდის?
რა ქონება არ ექვემდებარება ყადაღას? | სიახლე
რა უფლებები აქვს დაზარალებულს?
როგორ ხდება მემკვიდრეობის მიღება?
რა უფლებები აქვს დასაქმებულს გამოსაცდელი ვადის დროს?
რა უფლებები აქვს ბრალდებულს? - სისხლის სამართალი
რა განსხვავებაა ინდ. მეწარმესა და შპს-ს შორის?
რა არის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება?
რა უნდა გააკეთოთ უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში?