„ვამაყობ ჩემი გუნდით“…  –  რას ურჩევს საადვოკატო ბიუროს დირექტორი საზოგადოებას1189 2017.06.16
„ვამაყობ ჩემი გუნდით“… – რას ურჩევს საადვოკატო ბიუროს დირექტორი საზოგადოებას

ბავშვობიდანჰქონდასხვებისდახმარებისსურვილი.იურისტობაც ამიტომ აირჩია. შემდეგ კი ლექტორის კეთილი რჩევა გაითვალისწინა და ადვოკატი გახდა. 2005 წელს საკუთარი საადვოკატო ბიურო დააფუძნა. „ოთარკაჭკაჭაშვილიდაკონსულტანტთაჯგუფი“პროფესიონალთა გუნდია, რომელმაცსაქმეების90პროცენტზემეტიბოლო ორ წელიწადშიწარმატებითდაასრულა.ამბობს, რომპროფესიონალთაგუნდისდახმარებითმოხერხდასასურველიმიზნისმიღწევა.„დღესფირმაში10-მდეპროფესიონალიადვოკატიადასაქმებული.აქცენტსახალგაზრდებზევაკეთებთ,რადგანმათიმიდგომებიგანსხვავებულია“… – ოთარ კაჭკაჭიშვილის პერსონა. – დავიბადე ადიგენის რაიონის სოფელ არალში. საკმაოდ მრავალრიცხოვან ოჯახში. დედ-მამასთან, ბებია-ბაბუასთან და ძმასთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა….ბავშვობიდან მძიმე ცხოვრებისეულ პრობლებთან მომიწია შეჯახება. მკაფიოდ მახსოვს, როგორ ვეზიდებოდი ველოსიპედით პურს სხვადასხვა სოფლიდან და როგორ მიწევდა დილით ადრე ადგომა ყოფითი საქმეების შესასრულებლად.ერთი სიტყვით, ჩემს ბავშვობას თან ახლდა ომი, სისხლისღვრა, გაჭირვება, შიმშილობა, ქაოსი, ნგრევა და სულ მქონდა პროტესტის გრძნობა გარესამყაროს მიმართ.–სკოლისპერიოდი…ადვოკატობამოსწავლეობისხანიდანგინდოდათ?– მას შემდეგ, რაც თავის შეცნობა დავიწყე, იმ დროიდან მოყოლებული მახსოვს ზვიად გამსახურდია და მისი ეროვნული შეძახილები. დაახლოებით მეხუთე კლასში ვიყავი, როცა მე და რამდენიმე ჩემმა თანატოლმა დემონსტრაციულად დავხიეთ ის ავადსახსენებელი ყელსახვევები და ეროვნული სულისკვეთებით გავემართეთ ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად.მახსოვს, როგორ გაგვაჩერა უცნობმა კაცმა და გვკითხა, ვინ ვიყავით და სად მივდიოდით, ჩვენ ბავშვური აღტყინებით ვუთხარით, რომ ზვიად გამსახურდიასთან გვსურდა შეხვედრა და ეს უცნობი თავად ზვიადი აღმოჩნდა.ბავშვობიდან მქონდა სხვების დახმარების სურვილი. მინდოდა, ისეთი პროფესია ამერჩია, რომელიც ამ სურვილს ამისრულებდა. ამიტომაც გადავწყვიტე იურისტობა, თუმცა მშობლები კატეგორიულად მეწინააღმდეგებოდნენ.იმ დროს ამ პროფესიას ის ახალგაზრდები ეუფლებოდნენ, რომლებიც შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ, ამიტომ ვიდექი იმ საშიშროების წინაშე, რომ ამ მიმართულებით განათლებას ვერ მივიღებდი, თუმცა, მრავალი სირთულის მიუხედავად, მაინც დავძლიე ეს პრობლემა და გავხდი იურისტი. უნივერსიტეტობის პერიოდში კი ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა, რომელსაც მეორე დედად მივიჩნევ, მირჩია, რომ ადვოკატი გამოვსულიყავი.–რითიყოგანსაკუთრებულისტუდენტობისპერიოდი?– სტუდენტობის პერიოდიც საკმაოდ რთულად გავიარე. სწავლის პარალელურად 2 წლის განმავლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვიმსახურე.–როდისდაიწყეთადვოკატადმუშაობადაროგორგაიხსენებთპირველნაბიჯებს?– 1998 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და იმ დროს მოვხვდი თავისუფლების ეტალონების – ქართლოს ღარიბაშვილისა და რევაზ დობორჯგინიძის მიერ დაარსებულ იურიდიულ ფირმაში, საიდანაც დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები და კარიერა.–საადვოკატობიურო„ოთარკაჭკაჭაშვილიდაკონსულტანტთაჯგუფის”დირექტორიხართ.როდისდარამგანაპირობათქვენიბიუროსდაარსებადარასნიშნავსბიუროსთავდაპირველისაფირმოსახელი„OK & CG“?– როდესაც ადვოკატის ლიცენზია მივიღე, მსურდა, თავად შემექმნა საადვოკატო ბიურო და 2005 წელს დავაფუძნე კიდეც. ვფიქრობდი, ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსულტანტები უნდა ვყოფილიყავით. ამიტომ თავდაპირველად ბაზარზე ამ სახელით ვოპერირებდით. რამდენიმე წელიწადში ფირმამ რებრენდინგი განიცადა. ჩემი ინიციალებით შეიქმნა ახალი სახელი „ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი “OK & CG“.–თქვენიკომპანიადღეისათვისერთ–ერთწამყვანსაადვოკატობიუროსწარმოადგენსქართულბაზარზე.თითოეულსაქმესდეტალურადშეისწავლიანმრავალწლიანიგამოცდილებისმქონეიურისტები…რასგვეტყვითთქვენსგუნდზე,ვინარიანესადამიანები?– თავიდან ბაზარზე დამკვიდრება ძალიან რთული იყო, თუმცა ჩვენი პროფესიონალთა გუნდის დახმარებით მოვახერხეთ სასურველი მიზნის მიღწევა. დღეს ფირმაში 10 -მდე პროფესიონალი ადვოკატია დასაქმებული. ძირითადად, აქცენტს ახალგაზრდებზე ვაკეთებთ, რადგან მათი მიდგომები განსხვავებულია. კანონების ინტერპრეტირებას, სასამართლოში წარდგენასა და პოზიციონირებასაც უფრო ზუსტად ახერხებენ. ამის გარდა, ვფიქრობ, ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შანსი – იყვნენ დასაქმებულნი. ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელონ. ვამაყობ ჩემი გუნდით.–თქვენიბიუროსსაქმეების90პროცენტზემეტიწარმატებითდასრულდა2015-16წლებში.რომელსაქმესგამოყოფდით?– არცერთი საქმე არ ჰგავს რომელიმე სხვა საქმეს. თითოეულ საქმეში არის ძალიან საინტერესო დეტალები, ისტორიები ამიტომ რომელიმეს გამოყოფა მიჭირს. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენს ფირმას მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. თუ ვხვდებით, რომ დავა დიდი ალბათობით მომხმარებლისთვის ნეგატიური შედეგით დასრულდება, მას ამ რჩევას აუცილებლად ვაძლევთ, რათა ადვოკატის მომსახურების ხარჯი ტყუილად არ გასწიოს.ამასთანავე, გვაქვს უპერეცედენტო სერვისი მომხმარებლებისთვის. შეგვიძლია, თავიდან დავა ვაწარმოოთ სრულიად უსასყიდლოდ და დავის კლიენტისთვის პოზიტიური შედეგით დასრულების შემთხვევაში ავიღოთ გასამრჯელო.ჩვენ ვეწევით პრობონო საქმიანობასაც. თუ ვხვდებით, რომ ღირს კონკრეტულ შემთხვევაზე დავა, მაგრამ მოქალაქე გადახდისუუნაროა, ვეხმარებით და დავას სრულიად უსასყიდლოდ ვაწარმოებთ.–ხშირიაძალადობაოჯახში...აუცილებელიათუარაძალადობისპრევენციისმიზნითკანონისგამკაცრება?– საშინელი მდგომარეობაა ამ კუთხით. იმის მიუხედავად, რომ უკვე არსებობს დამცავი და შემაკავებელი ორდენები, ეს საქმეს რეალურად ვერ აგვარებს. ეს მექანიზმი ძალიან სუსტია და აუცილებელია ამ კუთხით კანონის გამკაცრება.–საადვოკატობიურო„OK&CG“ძიძათასაქმიანობაზერეგულაციებისდაწესებასადაკანონმდებლობისგამკაცრებასმოითხოვდა…კონკრეტულად,რაარარისმოწესრიგებულიკანონმდებლობაშიდარაუნდაგაკეთდესვითარებისგამოსწორებისთვის?– მნიშვნელოვანია, ძიძა ფლობდეს ბავშვის მოვლა-აღზრდისთვის აუცილებელ უნარ -ჩვევებს. სახელმწიფომ უნდა აიღოს ინიციატივა, რათა ძიძა, როგორც პროფესია ჩამოყალიბდეს. ჩვენს სამართალწარმოებას ახსოვს არაერთი საქმე, როცა ე.წ ძიძები არაკეთილსინდისიერად ეპყრობოდნენ ბავშვებს, ასმევდნენ საძილე აბებს და ა.შ.არ შეიძლება, ბრმად ვენდოთ ადამიანს, რომელიც შესაძლოა, ნასამართლევია, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენი შვილების კეთილდღეობას, უსაფრთხოებას.–თქვენიბიუროსსაქმიანობამოიცავსპრობლემებს:საოჯახოსდამემკვიდრეობითს,სახელშეკრულებოს,საბანკოს,სისხლისსამართლებრივს,ადმინისტრაციულსამართლებრივს,შრომითს,საერთაშორისოკერძოსამართლებრივს…რათქმაუნდა,ყველაპრობლემაარსებითიადამაინც,რომელსგამოყოფდითამპრობლემებიდან?– მომართვიანობა განსაკუთრებით მაღალია საოჯახო, საბანკო და სახელშეკრულებო დავებზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი იურიდული კომპანიების სამეწარმეო საქმიანობას ვაწესრიგებთ.–ამბოლოდროსხშირიაუკმაყოფილებაბანკებით,მოქალაქეებიჩივიან,რომთანხისდიდპროცენტსითვისებსბანკი…როგორშეიძლება,ესპრობლემაგამოსწორდეს?– ბანკი არის კერძო სექტორის წარმომადგნელები, რომელიც დამოუკიდებელად ამყარებს კავშირს ფიზიკურ პირებთან და დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს. მათ აქვთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი – ფული.ბანკს ხშირად მიმართავენ გაჭირვებული ადამიანები, თუმცა მათ მდგომარეობას იქ არავინ ითვალისწინებს. ეს ადამიანები იძულებულები არიან, ბრმად გააფორმონ ხელშეკრულება, რასაც საბოლოოდ მძიმე მდგომარეობამდე მივყავართ.პრობლემა ისაა, რომ დღესდღეობით საზოგადოებას არ აქვს იმის კულტურა, რომ იურისტთან გადაამოწმოს ხელშეკრულებაში გაწერილი პუნქტები. მხოლოდ მაშინ მიმართავენ იურისტებს, როცა რეალურად გაორმაგებული პროცენტები, მაღალი პირგასამტეხლოები აწუხებთ.ჩვენს ფირმაში უფასო კონსულტაციების გაწევა შეგვიძლია, ამიტომ ვურჩევთ საზოგადოებას, რომ სანამ ხელშეკრულებას დადებენ, მანამდე მოგვმართონ, რათა თავიდან აირიდონ ზედმეტი პრობლემები.პრობლემის გამოსასწორებლად აგრეთვე აუცილებელია მეტი ჩართულობა საზოგადოებისა და მეტი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან. მაგალითად, ონლაინსესხებზე სახელმწიფომ შეიმუშავა გარკვეული რეგულაციები, თუმცა ამ კომპანიებმა იპოვეს გამოსავალი და სხვა სახით (საკომისიოს სახით) იღებენ მათთვის სასურველ თანხას. სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ეს დათქმა და ისინი უნდა დაჯარიმდნენ.–თქვენსსაადვოკატობიუროშისასწავლოპრაქტიკულიკურსებიარსებობს.იურიდიულიფაკულტეტისსტუდენტებისთვისგაქვთსასწავლოპროგრამა…– დიახ, ჩვენ პერიოდულად ვაცხადებთ მიღებას ჩვენს სასწავლო პროგრამებზე, რომელიც როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილსაც მოიცავს. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას, მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება.–უკვერობოტიიურისტებიცგამოჩნდნენსაზღვარგარეთ…თუწარმოგიდგენიათრობორტი–ადვოკატი?– ერთადერთი, ვინც რობოტად ვერ წარმომიდგენია, არის – ადვოკატი. ეს იმდენად შემოქმედებითი სფეროა, რომ შეუძლებელია, რობოტმა შეითვისოს ეს საქმიანობა.–რამდენადდაცულიაადვოკატისუფლებებისაქართველოში?– ამ მიმართულებით პროგრესი ნამდვილად შეინიშნება. დღეს უკვე ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯად ქმედებად ითვლება. ამ ცვლილებამ კიდევ უფრო დაცული გახადა ადვოკატი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში ბევრად უფრო მეტი უფლებებით სარგებლობენ ადვოკატები, ბევრი რამ დასახვეწია, თუმცა, ვფიქრობ, ეს დროის საკითხია.–ჰობი?– ჩემი ჰობია ადამიანებზე დაკვირვება და მოგზაურობა…–სამიშვილის მამა ხართ...– მყავს მეუღლე და 3 შვილი – 2 ვაჟი და 1 ქალიშვილი.იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი სამუშაო გრაფიკი ძალიან გადატვირთულია მათთან დიდ დროს ვერ ვატარებ, ძირითადად, შაბათ- კვირა გვაქვს ერთმანეთთან საკონტაქტოდ. წყარო:http://kvira.ge/331419