რა იცი ანდერძის შესახებ? 1720 2016.12.20
რა იცი ანდერძის შესახებ?
ანდერძი გარდაცვლილი პირის ქონების სხვა პირისთვის (როგორც კანონისმიერი მემკვიდრის, ისე გარეშე პირისთვის) გადაცემის ერთ-ერთი ფორმაა.ანდერძს მოანდერძე ადგენს წერილობითი ფორმით და სურვილის შემთხვევაში, ამოწმებს სანოტარო წესით. დოკუმენტის ერთი პირი ინახება ნოტარიუსთან.რა უპირატესობა აქვს სანოტარო წესით დამოწმებულ ანდერძს?შესაძლებელია ანდერძის შედგენა ისე, რომ არ დამოწმდეს სანოტარო წესით. თუმცა, მოსალოდნელი გაუგებრობისა და რისკებისგან თავის დაცვი მიზნით, სასურველია, ანდერძი დამოწმდეს სანოტარო წესით. მაგალითად, თუკი მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდება მის მიერ შედგენილი ორი ანდერძი: ერთი სანოტარო წესით დამოწმებული და მეორე მის გარეშე, უპირატესი იურიდიული ძალა ექნება სანოტარო წესით შედგენილ ანდერძს.როგორ მოიძიო ანდერძი?როდესაც მოანდერძე გარდაიცვლება და მისმა მემკვიდრემ არ იცის, არსებობს თუ არა სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძი, ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს და, საკუთარ პირადობის მოწმობასთან ერთად, წარადგინოს გარდაცლილის გარდაცვალების მოწმობა.თუკი განმცხადებელი ანდერძისმიერი მემკვიდრეა (ანუ გარდაცვლილმა ანდერძით მას დაუტოვა საკუთარი ქონება), იგი მიიღებს ანდერძის სანოტარო წესით დამოწმებულ ასლს. სხვა შემთხვევაში, განცხადებელს მისცემენ ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, არსებობს თუ არა განცხადებაში მითითებული პირის მიერ გაცემული ანდერძი. წყარო: საქართველოს ნოტარიუსთა პალატა