ფულადი გზავნილების მოცულობა ნოემბერში 764 2016.12.20
ფულადი გზავნილების მოცულობა ნოემბერში
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2016 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 242.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.7 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა.