საგადასახადო ოფიცრების მიერ სამართალდარღვევების ფაქტები გამოვლინდა780 2016.12.15
საგადასახადო ოფიცრების მიერ სამართალდარღვევების ფაქტები გამოვლინდა
1 ნოემბერიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა; კერძოდ,საგადასახადო ოფიცრებმა არარეგისტრიტებულ ფიზიკურ პირებზე გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები აღმოაჩინეს, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 2,183,464 ლარი შეადგინა.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით,საქმეზე არსებული მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გაეგზავნა. წყარო: სსიპ შემოსავლების სამსახური