ელექტრონული ფოსტა და უსაფრთხოება1769 2016.12.15
ელექტრონული ფოსტა და უსაფრთხოება
ელექტრონული ფოსტა დღეისათვის კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდს წარმოადგენს. ის გამოიყენება, როგორც ბიზნეს-ურთიერთობებისთვის, ასევე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციისთვის. იმდენად,რამდენადაც ელექტრონული ფოსტა ინტერნეტ-ტექნოლოგიებს ეფუძნება, მისი გამოყენება დაკავშირებულია ისეთ საფრთეებთან, როგორიცაამავნე კოდი და ფიშინგი(ინტერნეტ-თაღლითობის სახეობა, რომელიც მიზნად ისახავს პირადი მონაცემების ხელში ჩაგდებას). სტატია მიზნად ისახავს ელექტრონულიო ფოსტის უსაფრთხოების რამდენიმე მახასიათებლის განსაზღვრას და იმ გამოცდილების გაზიარებას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ელექტრონული ფოსტით უსაფრთხო სარგებლობისთვის. ელექტრონული ფოსტა არ არის უსაფრთხო ელექტრონულ ფოსტა არ უნდა განვიხილოთ, როგორც კომუნიკაციის უსაფრთხო საშუალება, რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ არის. ელ-ფოსტის წერილები იგზავნება ინტერნეტის საშუალებით და გზად ბევრს სამარშრუტიზაციო სერვერს გაივლის. იმის მიუხედავად, დაშიფრული გაქვთ თუ არა გზავნილი, მისი წაკითხვა შესაძლებელია მესამე პირის მიერ, რომელიც მოახერხებს გზავნილის ხელში ჩაგდებას, ხოლო დაშიფრვა 100%-იან გარანტიას არ იძლევა. გაგზავნილ წერილს უკან ვეღარ დააბრუნებ გაგზავნილი ელექტრონული წერილის უკან გამოხმობა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ფოსტის ზოგიერთ პროგრამულ უზრუნველყოფას წერილის უკან დაბრუნების ( “recall”) ფუნქცია აქვს, დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ გაგზავნილი წერილი არავის წაუკითხავს, ამასთან ელექტრონული ფოსტა ბევრ სერვერს გაივლის დანიშნულების ადგილამდე და ყველგან თავის კვალს ტოვებს. მოერიდეთ თაღლით მგზავნელებს არაკეთილსინდისიერი მგზავნელების მხრიდან ძალიან ადვილია ისეთი წერილის გაგზავნა, რომელიც ერთი შეხედვით რეალური მისამართიდან მოსულს ჰგავს. ეს მეთოდი ყველაზე ხშირად გამოიყენება მავნე კოდის გავრცელებისას ან ფიშინგის დროს. არ გახსნათ საეჭვო ელექტრონულ გზავნილზე მიბმული ფაილები და ბმულები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იცნობთ მის გამომგზავნს და ენდობით მას. მცირე ეჭვის გაჩენის შემთხვევაშიც ტელეფონით ან სხვა საშუალებებით დაუკავშირდით გამომგზავნს, რათა დაადგინოთ გზავნილი მართლა მისგან არის თუ არა. ასეთი გაუგებრობის თავიდან აცილების კარგი საშალებააელექტრონული ხელმოწერა. დიდი სიფრთხილით გადაამოწმეთ მისამართები, სადაც ელექტრონულ წერილს აგზავნით ძალიან ხშირია ელექტრონული ფოსტის შეცდომით გადაგზავნის შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, თუ იყენებთ ფუნქციას „უპასუხე ყველას“ (Replay to All). ელექტრონული წერილი მხოლოდ იმათ უნდა გაეგზავნოს, ვისთვისაც მისი შინაარსი აქტუალურია. მუდმივად განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა მავნე კოდმა ან ჰაკერებმა შეიძლება ისარგებლონ პროგრამული უზრუნველყოფის სუსტი მხარეებით თქვენს კომპიუტერში შემოსაღწევად და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომისათვის; იზრუნეთ, რომ თქვენს კომპიუტერზე დაინსტალირებული ყველა პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონული ფოსტის კლიენტის ჩათვლით ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ბოლო ვერსიებით და პაჩებით იყოს განახლებული; არ დააკლიკოთ ბმულებზე საფრთხილო გზავნილები ხშირად მოიცავს ინტერნეტ ბმულებს (URL), რომლებიც გვამისამართებენ მავნე კოდის შემცველ ვებ-გვერდებზე. მხოლოდ ბმულზე დაკლიკებითაც კი შეიძლება კომპიუტერის დაინფიცირება. სიფრთხილით მოეკიდეთ ნებისმიერი სახის ბმულს და არასდროს დააკლიკოთ ბმულებზე, რომელსაც შეიცავს გზავნილები უცნობი ან საეჭვო მისამართებიდან; არ გახსნათ მიმაგრებული ფაილები საფრთხილო გზავნილები ხშირად შეიცავს მიმაგრებულ ფაილებს, რომლებიც შეიძლება მავნე კოდით იყოს დაინფიცირებული. ასეთი კოდი შეიძლებანებისმიერი ტიპის ფაილშიიყოს დამალული, PDF და ZIP ფაილების ჩათვლით. არასდროს გახსნათ მიმაგრებული ფაილები, რომლებიც მოსულია უცნობი ან საეჭვო მისამართებიდან, დარწმუნებული იყავით, რომ მიმაგრებული ფაილი ყოველთვის შემოწმებულია მავნე კოდის არსებობაზე. გამორთეთ შიგთავსის ავტომატური ჩამოტვირთვის ფუნქცია სურათებისა დ ასხვა დინამიური შიგთავსის ავტომატური ჩამოტვირთვა შეიძლება ძალიან მოსახერხებელი და ლამაზი იყოს, მაგრამ ამასთანავე მათთან ერთად შეიძლება ჩამოიტვირთოს მავნე კოდი, ან არაკეთილსინდისიერ მგზავნელებს მიუვიდეს ინფორმაცია, რომ ტქვენი აქაუნთი აქტიურია. წაშალეთ ან დააარქივეთ ძველი ელექტრონული წერილები თუ ელექტრონული ფოსტის ერთ ექაუნთს დიდი ხნის განმავლობაში ხმარობთ, დიდი შანსია, რომ მასზე დაგროვილია დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს შესახებ და თქვენი ორგანიზაციის შესახებ. ამის გამო მუდმივად იზრდება მნიშნელოვან ინფორაციაზე არასანქცირებული წვდომის რისკი; ნუ შეინახავთ ელექტრონულ წერილებს წლების მანძილზე. წაშალეთ ან უსაფრთხოდ დააარქივეთ ყველა ის წერილი, რომელიც აღარ გჭირდებათ.