ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი გახანგრძლივდა801 2016.12.13
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი გახანგრძლივდა
ევროკავშირისსაბჭოს 12დეკემბრისგადაწყვეტილებით საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გახანგრძლივდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი საქართველოში, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვსსაქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში.ქართული მხარე მადლობას უცხადებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისა და სამშვიდობო პროცესების მხარდაჭერისთვის.საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა და მანდატის სრულფასოვნად განხორციელება.