ელექტრონული სერვისებით სარგებლობისათვის რეგისტრაციის ფორმა გამარტივდა814 2016.12.12
ელექტრონული სერვისებით სარგებლობისათვის რეგისტრაციის ფორმა გამარტივდა
12 დეკემბრიდან, შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისებით სარგებლობის (პირველადი რეგისტრაციის) გამარტივებულ ფორმას სთავაზობს. კერძოდ, მას შემდეგ რაც იუსტიციის სახლში რეგისტრაციისას (ბიზნესის პირველადი რეგისტრაცია) გადამხდელი მიუთითებს საკუთარ აქტიურ ელექტრონული ფოსტის მისამართს, გადამხდელს შესაძლებლობა ექნება შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებში ვიზიტის გარეშე ისარგებლოს , ელექტრონული სერვისებით. როგორ მუშაობს - ბიზნესის რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, გადამხდელი მიიღებს შეტყობინებას და მისთვის გენერირებულ უნიკალურ ბმულს. რეგისტრაცის პროცესის დასასრულებლად, გადასახადის გადამხდელი, ბმულის საშუალებით ავსებს ელექტრონულ ფორმას და შემდგომ ახორციელებს ავტორიზაციას ელექტრონული სერვისების გვერდზე.