საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ1027 2016.12.09
საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431მუხლის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მოიცავს პირის ძალისმიერი, მოტყუებითი ან იძულების სხვა საშუალებებით გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას ექსპლუატაციის მიზნით, რომელშიც მოიაზრება როგორც კომერციულ-სექსუალური, ასევე შრომითი ექსპლუატაცია. ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ ორიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70% ქალები და ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში, ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა,,საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინაღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საფუძველს. გარდა ამისა, საქართველოს მიერ რატიფიცირებულია ,,ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ოქმი“და,,ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. საქართველოს ოც ქვეყანასთან აქვს გაფორმებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პოლიციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისსაერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროშიც. ტრეფიკინგის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამისიოქმიხელმოწერილია თურქეთის რესპუბლიკასთან. სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, შექმნილიაადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭო, მანდატის ფარგლებში ორ წელიწადში ერთხელ იმუშავებსეროვნულ სამოქმედო გეგმას.სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში და ეროვნული რეფერალური მექანიზმის დახვეწის მიზნით, საბჭომ დაამტკიცა„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სტრატეგია“. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილიაადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც ემსახურება ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარებასა და დაცვას. ფონდის ფუნქციებში, ასევე შედის მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით უზრუნველყოფა. დანაშაულის სიმძიმის და პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილია ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო.შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისფარგლებში მოქმედებს ერთიანი საინფორმაციო ბანკი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებით მოვაჭრეთა იდენტიფიკაციის დადგენასა და მათ შესახებ სხვადასხვა უწყებაში არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციას. თუ თქვენ გახდით ტრეფიკინგის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ტრეფიკინგის დანაშაულის თაობაზე, უნდა დაუკავშირდეთ: 112-უფასოცხელიხაზი24საათისგანმავლობაში 2411 714-ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ცხელი ხაზი 2 100 229-ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელი ხაზი წყარო: police.ge