საკანონმდებლო რეგულაციები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ1172 2016.12.09
საკანონმდებლო რეგულაციები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და სპეციფიური რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსულაური ძალადობა, იძულება . ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილიასახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 დამოუკიდებელი გზა: მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო; შემაკავებელი ორდერი; დამცავი ორდერი მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი116 006 ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია 2012 წლის მაისში, საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსშიშევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია.სსსკ–ის მუხლი 111განსაზღვრავს ოჯახის წევრთა წრეს და მიუთითებს კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამონათვალზე, რომელთა ჩადენის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი მითითება აღნიშნულ მუხლზე.ხოლო მუხლი 1261განმარტავს ოჯახში ძალადობის კრიმინალურ ხასიათს და აწესებს პასუხისმგებლობას ჩადენილი ქმედებისათვის. რეაგირება ოჯახში ძალადობაზე შსს სამინისტროს მასშტაბითსაპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდა საუბნო სამსახური აქტიურად არის ჩართული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცესშემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობაადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით 1751დასისხლის სამართლის კოდექსის მუხლით 3811. თუთქვენგახდითოჯახში ძალადობისმსხვერპლიანფლობთინფორმაციასოჯახში ძალადობისთაობაზე, უნდა დაუკავშირდეთ: “112”–ს (ერთიანი საგანგებო ნომერი 24/7 საათის განმავლობაში) და მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ცხელ ხაზს: +995 32116 006 წყარო: police.ge