სექსუალური ძალადობა გამართლებულია?!891 2016.12.02
სექსუალური ძალადობა გამართლებულია?!
ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად ევროპელი მოქალაქეების მეოთხედზე მეტი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სექსუალური ძალადობა გამართლებულია. გამოკითხულთა 27% ფიქრობს, რომ გარკვეულ ვითარებებში გაუპატიურება მისატევებელია. უმეტესად- ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ალკოჰოლის ზემოქმედება, თამამი ტანსაცმელი ან სახლამდე უცნობთან ერთად მარტო წასვლა აღიქმება მსხვერპლის მხრიდან მოძალადის გამოწვევად. კვლევაში მონაწილეობა 30 000–მა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მოქალაქემ მიიღო. გამოკითხულთა 12 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძალადობა მისაღებია თუ მსხვერპლი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. 11 პროცენტის აზრით, თუკი მსხვერპლი პოტენციურ მოძალადეს სახლამდე მარტო გაყვა, ხოლო 10 პროცენტის აზრით, გაუპატიურება საპატიოა თუ მსხვერპლმა არ გაუწია მოძალადეს ფიზიკური წინააღმდეგობა და არ უთხრა კატეგორიული უარი. კვლევების თანახმად, საშუალოდ ხუთიდან ერთი ქალი, ხოლო 71 მამაკაციდან ერთი მამაკაცია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. წყარო:independent.co