შოტლანდიაში 'დამნაშავე' აღარ იარსებებს853 2016.11.28
შოტლანდიაში 'დამნაშავე' აღარ იარსებებს
შოტლანდიის მთავრობის წინადადებით სასამართლო ტერმინ დამნაშავეს აღარ გამოიყენებს. მას "ადამიანი ბრალდებით" ჩაანაცვლებს. მთავრობის მოთხოვნით შოტლანდიის ციხიდან გათავისუფლებული ადამიანები აღარ მოიხსენიებიან როგორც დამნაშავეები. მათი აზრით, წესრიგის დამრღვევი ან "ადამიანი ბრალდებით" უფრო ნეიტრალური ტერმინებია და მათი გამოყენება დამნაშავის რესოციალიზაციას ხელს შეუწყობს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დამნაშავის გაქრობა დანაშაულისადმი მთავრობის არასერიოზულ დამოკიდებულებას ნიშნავს.